» » » ნოემბრის ყოველ შაბათს მთელი ოჯახი ერთად ვამზადებთ ვაშლის უგემრიელეს ორცხობილებს - უკმაყოფილო არავინ დარჩენილა

ნოემბრის ყოველ შაბათს მთელი ოჯახი ერთად ვამზადებთ ვაშლის უგემრიელეს ორცხობილებს - უკმაყოფილო არავინ დარჩენილა

მთელ ჩემს ოჯახს ძალიან უყვარს ვაშლი, ამიტომ იგი ჩემი რეცეპტების განუყოფელი ნაწილია. მიყვარს მათი მირთმევა უმად, ჩემს შვილსა და ქმარს კი ვაშლის ნამცხვრები მოსწონთ. სწორედ ამიტომ, 2 წლის წინ შემოვიღე ტრადიცია - ნოემბრის ყოველ შაბათს მთელი ოჯახი ერთად ვაცხობთ ვაშლის ორცხობილებს.
სწორედ ნოემბერში გვინდება ყველაზე მეტად შინაურული სითბო და სიმყუდროვე, ამასთან, გემრიელი ორცხობილები სწორედ რომ ჩაისთვისაა ზედგამოჭრილი.



ვაშლის ორცხობილები
დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოვამზადოთ ნაზი და არომატული ვაშლის ორცხობილები. სულ 30 წუთი დაგჭირდებათ!



ინგრედიენტები
  • 1 ვაშლი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 0.5 ჭიქა შაქარი
  • 50 გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 0.5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 15 ვანილის შაქარი (სურვილისამებრ)
  • მწიკვი მარილი


მომზადება
  1. დასაწყისისთვის ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე გასაცხელებლად.


  2. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ დარბილებული კარაქი, შაქარი და კვერცხი.


  3. ათქვიფეთ მიქსერით ქაფისებრ მასამდე.


  4. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, მაფხვიერებელი, დარიჩინი, ვანილი და მარილი. მოზილეთ ცომი.


  5. გარეცხეთ, გათალეთ და დახეხეთ ვაშლი, შეურიეთ ფქვილის მასაში.


  6. საცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი და დაიწყეთ კოვზით ცომის დადება. აცხვეთ ორცხობილა 180 გრადუს ტემპერატურაზე 15-20 წუთით. ორცხობილა უნდა შეიკრას, მაგრამ მაინც რბილი უნდა იყოს.


  7. სულ ესაა, ორცხობილა "ვაშლი" მზადაა.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.