» » » ალადი-პიცა: ორიგინალური კერძი ფანტაზიორი დიასახლისებისთვის

ალადი-პიცა: ორიგინალური კერძი ფანტაზიორი დიასახლისებისთვის

ალადები ყოველთვის დროული და გემრიელია! ვაშლთან თუ ალუბალთან, საუზმეზე, სადილზე თუ ვახშამზე, ფუმფულა ალადები მზადდება სწრაფად, მარტივად და ნებისმიერს შეუძლია სასურველი გემოს შერჩევა. და რას იტყოდით ალადებზე, რომლებიც ძალიან ჰგავს პიცას? ცომის რეცეპტი მარტივი და ცნობილია, მწიკვი სოდა სიფუმფულისთვის, შიგთავსად კი გამოგადგებათ ყველაფერი, რასაც, ჩვეულებრივ, შინ მომზადებულ პიცას უკეთებთ.



რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოვამზადოთ გემრიელი ალადები, რათა ქმარიც გაძღეს და ახლობლებიც.

გემრიელი ალადები კეფირით
ინგრედიენტები
  • 350 მლ კეფირი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 100 გ ლორი
  • 200 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1 პომიდორი
  • 70 გ მყარი ყველი
  • 1 მწიკვი სოდა
  • 1 მწიკვი მარილი
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
მომზადება
  1. დახეხეთ ყველი მსხვილად, ლორი და პომიდორი დაჭერით კუბებად. მწვანილი დანაყეთ ან ძალიან წვრილად დაჭერით.


  2. ათქვიფეთ კვერცხი მარილით, დაუმატეთ არაჟანი, კეფირი, სოდა. კარგად მოურიეთ.


  3. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. ჩაყარეთ ყველა დაჭრილი ინგრედიენტიც. მარილი და წიწაკა გემოვნებით, შემდეგ კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.


  4. შეწვით ალადები კარგად გაცხელებულ ტაფაზე, მცენარეულ ზეთზე. მიირთვით ცხლად, მორთეთ მწვანილებით და საყვარელი სოუსით. გემრიელად მიირთვით!


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.