» » » როგორ გამოვდევნოთ შარდმჟავა მარილები ორგანიზმიდან და დავაღწიოთ თავი ნიკრისის ქარს (პოდაგრა)

როგორ გამოვდევნოთ შარდმჟავა მარილები ორგანიზმიდან და დავაღწიოთ თავი ნიკრისის ქარს (პოდაგრა)

პოდაგრა ქრონიკული დაავადებაა, რომელიც პურინული ცვლის დარღვევის შედეგად ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია შარდმჟავა მარილების - ურატების დაგროვება ქსოვილებში, ძვლებში, ხრტილებში, მყესებში და შინაგან ორგანოებში. ურატები ორგანიზმში პურინების დაშლის შედეგად წარმოიშობა.
ჯანსაღი ცხოვრების წესი - პოდაგრის პროფილაქტიკის და მკურნალობის მთავარი მიმართულებაა. აუცილებელია განტვირთვის დღეების, წვენებით თერაპიის, ერთდღიანი შიმშილის და სისხლის გაწმენდის გამოყენება.

შარდმჟავა მარილების გამოდევნა ხალხური რეცეპტებით:
  • 2 ს/კ მოცვის ფოთლებს დავასხათ 0,5 ლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 2 სთ და ვსვათ როგორც ჩაი - თვის განმავლობაში.

  • პოდაგრის დროს: 1 ს/კ ნაყოფს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დავაყენოთ 30 წთ, როგორც ჩაი. შემდეგ გავწუროთ და გავაგრილოთ. მივიღოთ 1 ს/კ 4-5 -ჯერ დღეში 15 წთ-ით ადრე ჭამამდე. ნაყენი კარგად მოქმედებს ცვლითი პროცესების მიმდინარეობაზე და ამავე დროს არის შარდმდენი და მადეზინფიცირებელი საშუალება.

  • ავიღოთ 30 გრ შავი ანწყლის ყვავილი, ჭინჭრის ფოთოლი, ოხრახუშის ძირები, თეთრი ტირიფის ქერქი. 1 ს/კ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 5 წთ, დავაყენოთ 20 წთ და გავწუროთ. მივიღოთ თბილი - 1/2 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში ჭამიდან 30 წთ-ის შემდეგ.

  • 20 გრ ანწლის ყვავილს დავასხათ 1ჭიქა მდუღარე წყალი და დავაყენოთ 40 წთ. მივიღოთ 1/43 ჭიქა ჭამის წინ თაფლთან ერთად, 3-4-ჯერ დღეში. ძილის წინ დავლიოთ ცხელი ნაყენი (კარგია პოდაგრის დროს). ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა მარილების დაგროვების დროს. არ შეგვეშალოს შავი ანწლი (ბუჩქია) ბალახოვან მყრალ ანწლში, რომელიც სიმაღლით უფრო პატარაა და აქვს თეთრი წითელი სამტვრეთი ყვავილი, შავი ანწლის ყვავილი -მოთეთრო მოყვითალოა.

  • 0,5 ჭიქა შავი ანწლის ყვავილს შევურიოთ 0,5 ჭიქა აფთიაქის გვირილას ყვავილი, დავასხათ მდუღარე წყალი, შეფუთული გავაჩეროთ 10 წთ. ეს ცხელი მასა მოვათავსოთ ტილოს ტომსიკაში, დავიდოთ მტკივნეულ ადგილას, ზემოდან კომპრესის ქაღალდი დავაფაროთ და შევიხვიოთ თბილად.

  • 1 ჩ/კ ოშოშის ფოთლებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყენოთ 4-5 სთ. მივიღოთ 1/4 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.

  • 1 ჩ/კ ღიღილოს ყვავილი, 1 ჩ/კ გულყვითელას ყვავილი, 1 ჩ/კ იორდასალამის ყვავილი, 1 ჩ/კ შავი ანწლის ყვავილი, 1 ჩ/კ ჭინჭრის ფოთოლი, 1 ჩ/კ ტირილის ქერქი, 2 ჩ/კ შვიტას ბალახი, 2 ჩ/კ არყის ფოთოლი შევურიოთ ერთმანეთს. ნარევისგან მოვამზადოთ ნახარში და მივიღოთ 1 ჭიქა ცხელი ნახარში ყოველ 2 სთ-ში.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.