პოდაგრა ქრონიკული დაავადებაა, რომელიც პურინული ცვლის დარღვევის შედეგად ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია შარდმჟავა მარილების - ურატების დაგროვება ქსოვილებში, ძვლებში, ხრტილებში, მყესებში და შინაგან ორგანოებში. ურატები ორგანიზმში პურინების დაშლის შედეგად წარმოიშვება.
ხალხური რეცეპტებით მკურნალობა:
- სახსრებიდან მარილების გამოყვანა - მკურნალობის სრული კურსისთვის საჭიროა 1 კგ არყის და ვერხვის ქერქი და 100 გრ მუხის ქერქი. ნარევი კარგად დავაქუცმაცოთ და შევურიოთ ერთმანეთს. 1 ს/კ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10 წთ, შემდეგ გადავწუროთ. მივიღოთ 1/3 ს/კ 3-ჯერ დღეში. მკურნალობის დასაწყისში ტკივილი მატულობს, მაგრამ თანდათანობით გაივლის და ზოგადი მდგომარეობაც უმჯობესდება.
- ჭინჭრის ფოთლებისგან მომზადებული ბოლოტოვის ბურახი-ჭინჭრის ფოთლებს მაისში ან ივლისში აგროვებენ და ჩრდილში აშრობენ და შემდეგ ჯვალოს ტომარაში ინახავენ (შეიძლება 2 წელი შევინახოთ). 1 ჭიქა ჭინჭრის ფოთოლს დავასხათ 3 ლ წყალი, დავუმატოთ 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 ს/კ ნატურალური არაჟანი. ეს ყველაფერი მოვათავსოთ ტომსიკაში და გავაჩეროთ 2 კვირა ბნელ ადგილას. ამის შემდეგ გადმოვასხათ 1 ლ ბურახი და დავლიოთ 1/2 ჭიქა დილით უზმოზე.
- მოცვის ფოთლების, გვირილის ყვავილის, ცაცხვის ყვავილის ან ჟოლოს ფოთლები ავიღოთ თანაბარი რაოდენობით და დავასხათ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 15-20 წთ. მივიღოთ დღეში 800 მლ-მდე.
- 1 ჩ/კ მოცვის ფოთოლს დავასხათ 0,3 ლ მდუღარე წყალი და შეფუთული დავაყენოთ 1 სთ. შემდეგ გავწუროთ. მივიღოთ 1/2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე.
- 1 ს/კ მოცვის ფოთოლს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყენოთ 30 წთ, გავწუროთ. მივიღოთ 1 ს/კ ჭამის წინ 3-4-ჯერ დღეში.
- მოცვის ფოთლების ნახარში და ნაყენი აფერხებს მარილების ჩალაგებას და ეფექტურია პოდაგრის დროს. 2 ჩ/კ მოცვის ფოთლებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წთ, შემდეგ გავაციოთ და გავწუროთ. დავლიოთ დღის განმავლობაში მცირეოდენი ყლუპებით. შეიძლება მივიღოთ წლების განმავლობაში (ყოველ 3 თვეში 1-2 კვირიანი შესვენებით). ფოთლების შეგროვება აყვავებამდე უნდა მოხდეს და შემდეგ კარგად გამოშრეს.