» » » მცენარეული სამკურნალო აბაზანები პოდაგრის დროს...

მცენარეული სამკურნალო აბაზანები პოდაგრის დროს...

პოდაგრა არის ართრიტის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ვითარდება სახსრის ანთება. ყველაზე ხშირად მას იწვევს სისხლში დიდი რაოდენობით დაგროვილი შარდმჟავა, რომელიც სახსარში წარმოქმნის კრისტალებს. სწორედ ეს კრისტალები იწვევენ ტკივილს მოძრაობის დროს. პოდაგრის განვითარებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ჭარბი წონა, ალკოჰოლისა და ცილოვანი საკვების (ხორცი) დიდი რაოდენობით მოხმარება.

სამკურნალო აბაზანები პოდაგრის დროს:
  • 50 -100 გრ ორკბილას ბალახს დავასხათ 1 ვედრო წყალი და ვადუღოთ ემალის ჭურჭელში 30 წთ. გავაგრილოთ 38 გრადუსამდე, გავწუროთ და ჩავასხათ აბაზანაში. დარჩენილი განაწური ბალახით დავიზილოთ სახსრები. ამავე დროს ვსვათ ხოლმე ორკბილას ჩაი.

  • 200 გრ ქრისტესისხლას ბალახს და 100 გრ შვრიის თივას დავასხათ ლ მდუღარე წყალი, ვადუღოთ ემალის ჭურჭელში 30 წთ, გავწუროთ და ჩავასხათ აბაზანაში. აბაზანის ხანგრძლივობა -20 წთ. აბაზანა მივიღოთ დღეგამოშვებით.

  • 200 გრ სალბის ფოთლებს დავასხათ 6 ლ მდუღარე წყალი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10 წთ. ოდნავ გავაგრილოთ. მივიღოთ ხელების და ფეხების აბაზანა 30-60 წთ-ის განმავლობაში. პროცედურა დღეში ერთხელ კეთდება.

  • 1 ჭიქა გვირილას ხმელ ან ახალ ყვავილებს დავასხათ 3 ლ მდუღარე წყალი, 20 წთ დავდგათ ნელ ცეცხლზე და 20 წთ გავაჩეროთ. დავუმატოთ ვედროში ჩასხმულ წყალს და ჩავყოთ შიგ ფეხები 30 წთ-ით. შემდეგ ჩავიცვათ წინდები და დავწვეთ ლოგინში. ამავე დროს ვსვათ გვირილას ჩაი: 2 ჩ/კ გვირილას დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყენოთ ცოტა ხანი, გავწუროთ, დავუმატოთ შაქარი.

  • 3 ლ ადუღებულ წყალში გავხსნათ 3 ჩ/კ სოდა, დავუმატოთ 7-8 წვ იოდი. აბაზანის ხანგრძლივობა 10 წთ. კვირაში 3-ჯერ. აბაზანის შემდეგ ფეხები გავიმშრალოთ და წავისვათ იოდი, შემოვიხვიოთ კომპრესის ქაღალდი, თბილი შარფი და დავწვეთ. დილით წავისვათ ვაზელინი. მკურნალობის პროცესში რაციონიდან გამოვრიცხოთ ხორცი, ბულიონები. ვიკვებოთ მცენარეული საკვებით.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.