» » » სისხლის გაწმენდის მარტივი და ეფექტური რეცეპტები

სისხლის გაწმენდის მარტივი და ეფექტური რეცეპტები

სისხლი თხიერი ქსოვილია. მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში სისხლის რაოდენობა შეადგენს 5-6 ლიტრს (ეს სხეულის მასის 7-8 %-ია). სისხლი სისხლძარღვებში ცირკულირებს. კაპილარულ ქსელსა და ქსოვილოვან სითხეს შორის ადგილი აქვს ნივთიერებათა ცვლას. კაპილარების კედლებიდან საკვები ნივთირებები და ჟანგბადი გადადის უჯრედებში, ხოლო ცვლითი პროდუქტები უკანვე ისევ სისხლში ხვდება.

ყურადღება! სისხლის გაწმენდის წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია!

რეცეპტი 1
2 ჩ/ჭ ჭინჭრის დედას დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წთ, გავაჩეროთ 30 წთ და გავწუროთ. მივიღოთ 1,5 ჭ 3-ჯერ დღეში.
წინააღმდეგჩვენებაა ორსულობა.

რეცეპტი 2
6 ლიმონის წვენს დავუმატოთ 100 გრ დანაყილი ნიორი და კარგად შევურიოთ. მოვათავსოთ შუშის ჭურჭელში და დოლბანდით მოუკრათ თავი (ჟანგბადის მოწოდების მიზნით). დავაყენოთ 3 კვირა. მივიღოთ 1 ჩ/კ 1 ჭ ოთახის ტემპერატურიან წყალში გახსნილი.

რეცეპტი 3
1 ლიმონი 5 წთ-ით მოვათავსოთ მდუღარე წყალში და შემდეგ წვენი გამოვწუროთ, ჩავასხათ 1 ჭ თბილ სოფლის რძეში, მოვურიოთ და მაშინვე დავლიოთ (შენახვა არ შეიძლება!). ნარევი აუცილებლად უზმოზე უნდა მივიღოთ, სადილის შემდეგ და ძილის წინ. მკურნალობის კურსი - 14 დღეა. მკურნალობის პროცესში კვება ვეგეტარიანულია.

რეცეპტი 4
პირველ დღეს: ღვიის 5 ნაყოფი შევჭამოთ აუცილებლად უზმოზე და 20 წთ-ის შემდეგ დავაყოლოთ 1 ჭ წყალი. მეორე დღიდან და შემდეგ დღეებში მივუმატოთ ღვიის თითო ნაყოფი 15-მდე (ერთ მიღებაზე). შემდეგ მოვაკლოთ თითო ნაყოფი დღეში (5-მდე). წინააღმდეგჩვენებაა მაღალი ტემპერატურა.

რეცეპტი 5
5 გრ დაფნის ფოთოლს დავასხათ 1 ჭ წყალი, ვადუღოთ 5 წთ დაბალ ცეცხლზე, გავაჩეროთ თერმოსში 2-3 სთ. მივიღოთ დღის განმავლობაში მცირე ულუფებით. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 დღეს. 1 თვის შემდეგ კურსი გავიმეოროთ. წინააღმდეგჩვენებაა ორსულობა.

რეცეპტი 6
1:5 პროპორციით ერთმანეთს შევურიოთ სოფლის რძე და ახალი დაყენებული მაგარი ჩაი. მივიღოთ 1 ჭ 3-ჯერ დღეში. დღის პირველ ნახევარში ნარევს დავუმატოთ 1 ყავის კოვზი მარილი, დღის მეორე ნახევარში - 1 ჩ/კ თაფლი. მკურნალობის კურსი - 1 კვირა. სასურველია ყოველდღე ოყნის გაკეთება. კურსის გამეორება შეიძლება 6 თვის შემდეგ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.