» » » როგორ უნდა ჩავიტაროთ სისხლის გაწმენდის კურსი ხალხური საშუალებებით

როგორ უნდა ჩავიტაროთ სისხლის გაწმენდის კურსი ხალხური საშუალებებით

ყურადღება! სისხლის გაწმენდის წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია! სისხლის გაწმენდის რეცეპტები, მთელი რიგი სერიოზული დაავადებების დროს არ ცვლის მედიკამენტოზურ თერაპიას - ის ტრადიციული მკურნალობის დამატებითი მეთოდია. სისხლისა და სისხლძარღვების გაწმენდა დასაშვებია მედიკამენტოზური თერაპიის ჩამთავრების შემდეგ.

სისხლის გაწმენდის წინ სასურველია ჩატარდეს თირკმელების, ღვიძლის და ნაწლავების გაწმენდის კურსი.
ამა თუ იმ დაავადებებისგან განკურნების მიზნით გაწმენდითი პროცედურები საკმარისი არაა. აუცილებელია გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების წესს. სწორი ბალანსირებული კვება და ფიზიკური აქტივობა (ზომიერი, ასაკთან შესაბამისი) კარგი შედეგის მომცემია.

რეცეპტი N1
2 ს/კ ხმელი ბაბუაწვერას ძირები დავფშვნათ, დავუმატოთ 1 ლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ თეროსში 10-12 სთ. მივიღოთ 200 მლ დღეში 3-ჯერ 30 წთ-ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი 7-10 დღე.

რეცეპტი N2
ჩვეულებრივი ბაბუაწვერა (ძირების გარეშე) გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დოლბანდის საშუალებით გამოვწუროთ წვენი. 500 მლ ახლად გამოწურულ წვენს დავუმატოთ 100 მლ არაყი. მიღების წინ 1 ს/კ ნარევი განვაზავოთ 1 ჭ წყალში. სურვილისამებრ, შესაძლებელია დავუმატოთ 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ ლიმნის წვენი.

რეცეპტი N3
გოგრის თესლები დავფშვნათ ფხვნილის სახით. 50 გრ ფხვნილს დავასხათ 250 მლ არაყი. დავაყენოთ 3 კვირა. მიღების წინ 2 ს/კ ნარევი გავაზაოთ 1 ჭ წყალში და დავლიოთ დღეში 3-ჯერ 40 წთ-ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 კვირას. შევისვენოთ 2 თვე და კურსი ისევ გავიმეოროთ.

რეცეპტი N4
1 ჭ თაფლს, 1 ს/კ ვალერიანის ძირებს, 6 ს/კ კამის თესლს დავასხათ 1 ლ მდუღარე წყალი. დავაყენოთ თერმოსში 24 სთ. მივიღოთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ. 30-40 წთ-ით ადრე ჭამამდე.

რეცეპტი N5
1 ყავის კოვზ (2-3 გრ) აბზინდას ფხვნილს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, ავურიოთ და მაშინვე დავლიოთ.

რეცეპტი N6
1 ჩ/კ ფარსმანდუკის ბალახს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 10 წთ. მივიღოთ 1/2 ჭ 2-ჯერ დღეში ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ.

რეცეპტი N7
1 ს/კ შავი ანწლის დანაყილ ფოთლებს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 10 წთ. მივიღოთ 0,5 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში ჭამიდან 1-1,5 სთ-ის შემდეგ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.