სამკურნალო ბალახების ნაყენით გაწმენდა
100 გრ აფთიაქის გვირილა, ამდენივე უკვდავა, ფარსმანდუკი და არყის კვირტები შევურიოთ ერთმანეთს. 1ჩ/კ ნარევს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი და დავდგათ წყლის აბაზანაზე 15 წთ-ით. მივიღოთ დღეში 3-ჯერ 30 წთ-ით ადრე ჭამამდე, სანამ ნარევი არ გათავდება.
სისხლძარღვების კარტოფილის ნახარშით გაწმენდა
4-5 გათლილი კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, დავასხათ 0,5 ლ წყალი, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 15 წთ, გავაციოთ (ნახარში ოდნავ თბილი უნდა იყოს), გავწუროთ. დავლიოთ 0,5 ჭ ჭამამდე 20-30 წთ-ით ადრე 10-14 დღის განმავლობაში.
კარტოფილის ნახარში არა მარტო წმენდს სისხლძარღვებს. არამედ კარგად მოქმედებს აგრეთვე გულის მუშაობაზე.
სისხლძარღვების გაწმენდა სემიონოვის მეთოდით
2 ჭ თაფლი, 1 ჭ დანაყილი კამის თესლი, 2 ს/კ დანაყილი ვალერიანის ძირები მოვათავსოთ დიდ თერმოსში, დავასხათ 2 ლ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 24 სთ. მივიღოთ ნარევი ნახევარი 1 სთ-ით ადრე ჭამამდე, ნაყენის გათავებამდე.
სისხლძარღვების გაწმენდის ტიბეტური მეთოდი
100 გრ არყის კვირტები, კრაზანა, უკვდავა და აფთიაქის გვირილა შევურიოთ ერთმანეთს.
საღამოს 1 ს/კ ნარევს დავასხათ 0,5 ლ მდუღარე წყალი და დავაყენოთ 20 წთ, გავწუროთ ტილოს ნაჭერში. გამოწურულ ნაყენში გავხსნათ 1 ჩ/კ თაფლი და მივიღოთ ძილის წინ (ამის შემდეგ არც საჭმელი და არც წყალი არ მივიღოთ).
დილით დარჩენილი სითხე ორთქლზე გავაცხელოთ, დავუმატოთ 1 ჩ/კ თაფლი და დავლიოთ 15-20 წთ-ით ადრე ჭამამდე (ყოველდღე, სანამ ნარევი არ გათავდება).
სისხლძარღვების გაწმენდის კურსი გავიმეოროთ 5 წლის შემდეგ.