» » » კუჭის წყლულის სამკურნალო 3 მცენარეული ნაკრები

კუჭის წყლულის სამკურნალო 3 მცენარეული ნაკრები

წყლულოვანი დაავადება ქრონიკული, მორეციდივე დაავადებაა. სრული განკურნება ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელია ხანგრძლივი რემისიის მიღწევა (რამოდენიმე წელიც კი).
გამწვავება ხშირად 4-6 კვირა გრძელდება, წყლულოვანი დეფექტი 2-6 კვირაში ხორცდება. შეხორცება მკურნალობის გარეშეცაა შესაძლებელი, მაგრამ ამ დროს პროცესი გახანგრძლივებულია და წყლულზე გაჩენილი ნაწიბურიც უფრო უხეშია.

სამკურნალო ნაკრები

ნაკრები 1

ინგრედიენტები:
2 ს/კ ქრისტესისხლას ბალახი, ორკბილას ბალახი, ჩვეულებრივი მატიტელას ძირები, კრაზანას ბალახი, ჩვეულებრივი მატიტელას ძირები, კრაზანას ბალახი, მრავალძარღვას ფოთლები, არყის კვირტები, ძიძოს ბალახი.

მომზადების წესი:
3 ს/კ ნაკრებს დავასხათ 8 ჭ მდუღარე წყალი და დავაყენოთ თერმოსში მთელი ღამით. დილით გავწუროთ.
მივიღოთ 0,5 ჭ 15-20 წთ-ით ადრე ყოველი ჭამის წინ. ნაკრებს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.

ნაკრები 2

ინგრედიენტები:
სააფთიაქო გვირილას ყვავილი, ლავანდის ყვავილი, ასისთავას ბალახი, ბურბუშელას ძირები, ხეჭრელის ქერქი, ბარამბოს ფოთლები - 2 ს/კ.

მომზადების წესი:
ნაკრები დავაქუცმაცოთ, 3 ს/კ ნაკრებს დავასხათ 4 ჭ მდუღარე წყალი. დავაყენოთ თბილ ადგილას 3 სთ. შემდეგ გავწუროთ.
მივიღოთ 2 ს/კ ყოველი ჭამის წინ - 15 წთ-ით ადრე. აქვს გამხსნელი, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული მოქმედება.

ნაკრები 3

ინგრედიენტები:
ბურბუშელას ძირები, მზიურა და კულმუხოს ძირები, დილის კამას ბალახი, ვარდკაჭაჭას ძირები, კრაზანას ბალახი, მუხის ქერქი, ასისთავას ბალახი - 2 ს/კ.

მომზადების წესი:
2 ს/კ ნაკრები დავაქუცმაცოთ, დავასხათ 8 ჭ მდუღარე წყალი. დავაყენოთ 4 სთ თბილ ადგილას და შემდეგ გავწუროთ.
მივიღოთ 2 ს/კ 15-20 წთ-ით ადრე ყოველი ჭამის წინ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.