ნაკრები N1
ინგრედიენტები:
2 ს/კ გვირილას ყვავილი, კალენდულას ყვავილი, ბერულას ბალახი, შვიტას ყლორტები, სელის თესლი, ვარდის ფურცლები; აბზინდას მიწის ზედა ნაწილი - 4 ს/კ. ყანის ბირკა - 4 ს/კ. კამის თესლი და ასკილის დანაყილი ნაყოფი - 6 ს/კ. მრავალძარღვას ფოთოლი და კრაზანას ბალახი - 8 ს/კ. ფარსმანდუკი - 14 ს/კ.
მომზადების წესი:
1 ს/კ ნაკრებს დავასხათ 2 ჭ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე 30 წთ (არ ვადუღოთ).
მივიღოთ 15-20 წთ-ით ადრე ჭამამდე. ნაკრებს ახასიათებს ამომფენი, ტკივილდამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ნაკრები N2
ინგრედიენტები:
2 ს/კ მზიურა და კულმუხოს ძირები, კრაზანას ბალახი, წითელი მოცვი, ასისთავას ბალახი, სელის თესლი, ვარდკაჭაჭას ძირები, კამის ნაყოფი.
მომზადების წესი:
1 ს/კ ნაკრებს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე 10 წთ, არ მივიყვანოთ ადუღებამდე, დავაყენოთ 2 სთ და გავწუროთ.
მივიღოთ 0,5 ჭ 30 წთ-ით ადრე ყოველი ჭამის წინ. კარგად იცავს წყლულის ზედაპირს, აქვს ტკივილდამაყუჩებელი ეფექტი.
ნაკრები N3
ინგრედიენტები:
2 ს/კ კოთხუჯი, კამის ნაყოფი, ტუხტის ძირი, დილის კამას ბალახი, გვირილას ყვავილი, ჭანგას ძირები, ძირტკბილას ძირები.
მომზადების წესი:
ნაკრები გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. 2 ს/კ ნედლეულს დავასხათ 4 ჭ მდუღარე წყალი და დავდგათ თერმოსში მთელი ღამით. დილით გავწუროთ.
მივიღოთ 0,5 ჭ ყოველი ჭამის წინ 15-20 წთ-ით ადრე. ნაკრებს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივლდამაყუჩებელი მოქმედება.
ნაკრები N4
ინგრედიენტები:
2 ს/კ მინდვრის შვიტას ბალახი, სააფთიაქო გვირილა, კრაზანას ბალახი, მრავალძარღვას ფოთოლი, ჩვეულებრივი მატიტელას ძირები, ვალერიანის ძირები.
მომზადების წესი:
ნაკრები დავაქუცმაცოთ, დავასხათ 4 ჭ მდუღარე წყალი და დავაყენოთ 5 სთ, შემდეგ გავწუროთ.
მივიღოთ 0,5 ჭ ყოველი ჭამის წინ 15 წთ-ით ადრე. ნაკრები იცავს ლორწოვან გარსს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.