» » » ყველა დაავადება გვერდს აგივლით! უგემრიელესი მურაბა - ვიტამინებით სავსე ქილა ნებისმიერი სეზონისთვის

ყველა დაავადება გვერდს აგივლით! უგემრიელესი მურაბა - ვიტამინებით სავსე ქილა ნებისმიერი სეზონისთვის

თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რამხელა სარგებელი დევს ამ ერთ ქილა მურაბაში! არომატული ნაზავის აბსოლუტურად ყველა ინგრედიენტი აძლიერებს იმუნიტეტს, ეს მნიშვნელოვანია როგორც ნესტისა და სუსხის, ისე ნათელ და მზიან დღეებშიც.

ყველა დაავადება გვერდს აგივლით! უგემრიელესი მურაბა - ვიტამინებით სავსე ქილა ნებისმიერი სეზონისთვის

ჯანჯაფილი თაფლით და ლიმონით
თაფლი, ჯანჯაფილი და ლიმონი ცნობილი გამაჯანსაღებელი და ორგანიზმის გამაძლიერებელი ტრიოა. თუმცა, რჩევების რედაქცია გთავაზობთ ამ სიმფონიის კიდევ ერთი ინგრედიენტით - გოგრით შევსებას.

ჩვენ, პრაქტიკულად, ყოველთვის მოვიხმართ გოგრას თერმული დამუშავების შემდეგ, როცა სასარგებლო ნივთიერებების ნაწილი უკვე დაკარგულია. ამ ნოსტნეულის შემადგენლობა ნამდვილად საყურადღებოა: Bჯგუფის (B1, B2, B12), A, C, PP და K ვიტამინები, რომლებსაც ყველა ბოსტნეულში ვერ შეხვდებით.


  • ინგრედიენტების რაოდენობა შეგიძლიათ თამამად შეცვალოთ, დაეყრდენით საკუთარ გემოვნურ უპირატესობებს: დაუმატეთ მეტი თაფლი, თუ ტკბილი გიყვართ, ან ნაკლები ჯანჯაფილი, თუ არ გინდათ, რომ ოდნავი სიმწარე იგრძნოთ.

    ინგრედიენტები
    1. 1 ლიმონი
    2. 1 ლაიმი
    3. 1 ჯანჯაფილის ბოლქვი, საშუალო ზომის
    4. 200-300 გ გოგრა
    5. 200 გ თაფლი
    მომზადება
    1. მოამზადეთ ინგრედიენტები. ლაიმი და ლიმონი ჩაალბეთ მდუღარე წყალში 1 წუთით და დაჭერით დიდ ნაჭრებად, კანიანად. გოგრა და ჯანჯაფილი გათალეთ, დაჭერით კუბებად.
      შეგიძლიათ, ლაიმი არ გამოიყენოთ და აიღოთ კიდევ ერთი ლიმონი, თუმცა გახსოვდეთ, რომ ლაიმში C ვიტამინი ორჯერ უფრო მეტია.


    2. მომზადებული პროდუქტი მოათავსეთ ბლენდერში. თუ უფრო სქელი სტრუქტურა მოგწონთ, შეგიძლიათ ხორცსაკეპი გამოიყენოთ. მიღებულ მასას დაუმატეთ თაფლი და ყველაფერი ქილაში გადაასხით.

    მოცემული რაოდენობის ინგრედიენტებით გამოდის დაახლოებით 500 გრამი მურაბა, შეგიძლიათ იგი უფრო მეტი მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ.
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.