» » » ხურტკმელის კომპოტი "მოჰიტო": მოხარშეთ და ისიამოვნეთ

ხურტკმელის კომპოტი "მოჰიტო": მოხარშეთ და ისიამოვნეთ

ზაფხული - დრო, როცა კენკრით და მისი ვიტამინებით სარგებელი ბოლომდე უნდა მიიღოთ. მარწყვი, ჟოლო, ბალი - გემრიელია, მაგრამ ყოველთვის ძალიან ცოტაა, სამაგიეროდ ხურტკმელა საკმარისზე მეტია. გულუხვი კენკრა ყოველთვის განსაკუთრებულ გამოყენებას მოითხოვს. 

თუ მჟავე კენკრა იმდენად გაიზარდა, რომ ჭამაც აღარ გინდათ, გაიგეთ, როგორ განაახლოთ თქვენი საზაფხულო მენიუ ხურტკმელა ზამთრისთვის როგორ შეინახოთ რომ უჩვეულოდ გემო და სარგებელი მიიღოთ. ჯემი - გასული საღამოა! კენკრისგან მაქსიმალური სარგებელის და ვიტამინების მისაღებად გამაგრილებელი სასმელი "მოჰიტო" მოამზადეთ. 

საზაფხულო და ძალიან გემრიელი ხურტკმელას კომპოტი "რჩევების" რედაქციის რეცეპტით ძალიან სწრაფად მზადდება და სწრაფადვე ისმება! სასმელის გამაგრილებელი და საინტერესო გემო მოდურ "მოჰიტოს" ჰგავს, მაგრამ ჩვენი კომპოტი ბევრად უფრო სასარგებლო და ნატურალურია. ჩაიწერეთ რეცეპტი - მომჟავო-მოტკბო კენკრის სეზონი უნდა დადგა!

როგორ მოვამზადოთ კომპოტი

ინგრედიენტების რაოდენობა 3 ლ ქილაზე არის გათვლილი. თუ სასმელის ზამთრისთვის შენახვას აპირებთ ან ზაფხულისთვის რამდენიმე ქილის მომზადებას, უფრო მეტი რაოდენობის ინგრედიენტები დაგჭირდებათ. 

ინგრედიენტები

  • 350 გრ ხურტკმელა (ნახევარი ლიტრა ქილა)

  • 4-5 პიტნის ფოთოლი

  • 1/2 ლიმონი

  • 1 ჭიქა შაქარი




​1. ხურტკმელა კარგად გარეცხეთ და გადაარჩიეთ. პერფექციონისტებს ყუნწების მოშორება შეუძლიათ, თუმცა ჩვენი კომპოტისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 



2. სუფთა 3 ლიტრიანი ქილა გარეცხილი ხურტკმელით, პიტნით და ნახევარი ლიმონით აავსეთ. თუ მოხუფვას აპირებთ, ქილა წინასწარ გასტერილებული უნდა იყოს. ინგრედიენტებს ზემოდან მდუღარე წყალი დაასხით და 15-20 წუთით გააჩერეთ. 



3. წყალი ქილიდან ქვაბში გადაასხით და აადუღეთ. ამასთან კენკრით სავსე ქილას შაქარი დააყარეთ, ხოლო როცა წყალი ადუღდება, კვლავ ქილაში ბოლომდე ჩაასხით. კომპოტით სავსე ქილას ჰერმენტულად დაახურეთ და პირსახოცით 2 დღით შეფუთეთ. 



4. ხურტკმელას კომპოტი მზადაა! სუფრაზე გატანის წინ გირჩევთ სასმელი ცივ ადგილას შეინახოთ, ჭიქებში ჩამოსხმამდე კი რამდენიმე კუბიკი ყინული დაუმატოთ.  მზა სასმელს შეგიძლიათ ცოტა რომი დაუმატოთ, მაშინ მას ნამდვილი "მოჰიტოსგან" ნამდვილად ვერ გამოარჩევთ!



არც ფერი, არც ზომა, არაფერი მოახდენს გავლენას ხურტკმელაზე, რომელიც ძალიან დიდია: კენკრის მიღება რეკომენდებულია ანემიის, კანის დაავადებების, თაფლთან ერთად ნაწლავების გასაუმჯობესებლად და ნივთიერებათა ცვლის პროცესის გასაუმჯობესებლად. დღეში მინიმუმ 100 გრ ხურტკმელა მიიღეთ - გრიპი და გაციება შეგიძლიათ დაივიწყოთ!



​ცხელ ზაფხულში ხურტკმელას და პიტნის სასმელი წყურვილს მოგიკლავთ, ენერგიით აგავსებთ. კომპოტი ნამდვილი ვიტამინების ბომბა რომ გახადოთ, რომელიც ზამთარში გაციებისგან დაგიცავთ, სასმელში C ვიტამინის რაოდენობა გაზარდეთ, უფრო მეტი ხურტკმელა და ლიმონი დაუმატეთ. მერწმუნეთ, საზაფხულო არომატი ხანგრძლივად გაგახარებთ!



ეს უჩვეულო საზაფხულო სასმელი მოამზადეთ და თქვენს მეგობრებს უამბეთ. გვიამბეთ, მოგეწონათ თუ არა თქვენ ჩვენი რეცეპტი. სტატია კი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.