გაყინული ჯანჯაფილის კონფეტები ზამთარში ჩაიში აუცილებლად უნდა ჩააგდოთ. ამასთან, წყლის დაყენება არც დაგჭირდებათ - დაასხით კონფეტს მდუღარე წყალი და დატკბით ენერგიის მოზღვავებით.
რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ უნდა მოამზადოთ ჯანჯაფილი თადლითა და ლიმონით, რათა მიიღოთ არამხოლოდ სარგებელი, არამედ კომფორტიც. დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ინგრედიენტი, 10 წუთი და საყინულე.
ინგრედიენტები
- ჯანჯაფილის ბოლქვები გემოვნებით
- 1 ლიმონი
- 1 ს.კ. თაფლი
- გათალეთ ჯანჯაფილი, დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად, შემდეგ დააფქვიეთ ბლენდერში.
- ლიმონი კანიანად დაჭერით და მოათავსეთ ბლენდერში.
- შეურიეთ ლიმონის ფაფა ჯანჯაფილის მასას, დაუმატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ.
- ჩადეთ მასა ყინულის ფორმებში, შეახვიეთ ცელოფანში და შედგით საყინულეში.
- როცა კონფეტები გაცივდება, ამოიღეთ ფორმიდან, შეახვიდეთ ცალ-ცალკე საკვებ ცელოფანში და შედგით ისევ საყინულეში. შეგიძლიათ კონფეტები ჰერმეტულ ყუთში შეინახოთ.
- სურვილისამებრ გამოიღეთ კონფეტი მაცივრიდან, ჩააგდეთ ფინჯანში, დაასხით მდუღარე და მაცოცხლებელი სასმელი მზადაა!