» » » როგორ ვუმკურნალოთ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს დიდი ძალისხმევის გარეშე

როგორ ვუმკურნალოთ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს დიდი ძალისხმევის გარეშე

ბრონქიტი - ბრონქების ანთებაა. რომელსაც სასუნთქი ორგანოების დაავადებებიდან სიხშირით ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. მიმდინარეობის მიხედვით არჩევენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს.

მწვავე ბრონქიტი თითქმის ყოველთვის ვითარდება მწვავე რესპირატორული დაავადებების ან გრიპის გართულების შედეგად. ბრონქიტის მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება გაცივება, ინფექციის ქრონიკული კერები, როგორიცაა ქრონიკული ტონზილიტი, ჰაიმორიტი და სხვა. განსაკუთრებულ რისკფაქტორს წარმოადგენს მოწევა, რომელიც იწვევს ორგანიზმის იმუნური სისტემის მნიშვნელოვან შესუსტებას და ფილტვის ქსოვილის დესტრუქციას.

ქრონიკული ბრონქიტი ფართოდაა გავრცელებული ხანდაზმულ ასაკში, მის განვითარებას ხელს უწყობს მოწევა, მტვრიანი და დაბინძურებული ჰაერი, ბრონქების ლორწოვან გარსზე შხამიანი გაზების ხანგრძლივი ზემოქმედება. ცხვირის სუნთქვის გაძნელებას მივყავართ ჯერ მწვავე, შემდეგ ქრონიკული ბრონქიტის განვითარებისკენ.

ხალხური რეცეპტები:
  • ბრონქიტის და ხველის შემთხვევაში ბავშვებში: წვრილად დაჭერით ბოლოკი, მოათავსეთ ქვაბში, მოაყარეთ შაქარი, შეწვით ღუმელში 2 სთ-ის განმავლობაში, გამოწურეთ წვენი, მიიღება 2 ჩ/კ 3-4-ჯერ დღეში, ჭამისა და ძილის წინ.

  • ბრონქიტისა და სასუნთქი გზების ანთებითი პროცესის დროს, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს ცისფერ ევკალიპტს: 1 ს/კ ფოთლებს დაასხით 1/2 ლ მდუღარე, გააჩერეთ, ცხელი ნაყენი მიიღება 100 მლ 3-4-ჯერ დღეში, კვებათა შორის.

  • ღორის მუცლის ქონი გაადნეთ ნელ ცეცხლზე, გააცივეთ. 1 ჭ ცხელ რძეში გახსენით 1 დესერტის კოვზი ქონი, დალიეთ ცხელი ყლუპ-ყლუპობით. გარეგანი გამოყენებისთვის ქონს უმატებენ სკიპიდარს და შეიზელენ გულმკერდის არეში.

  • მწვავე ბრონქიტის დროს 1,5 ლ მდუღარე წყალში 400 გრ ქატო ჩაყარეთ, გააცივეთ, გადაწურეთ. მიიღება სითხე თბილ-თბილი, დღის განმავლობაში.

  • მწვავე ბრონქიტის დროს სასარგებლოა ქიშმიშის ნახარში: 1 ს/კ ქიშმიშს დაასხით 1 ჭ წყალი, წამოადუღეთ 15 წთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ ხახვის წვენი.

  • მწვავე ბრონქიტის დროს 1/2 ლიტრ ყურძნის ღვინოში მოათავსეთ 3 წლიანი ალოეს 4 დიდი ფოთოლი, გააჩერეთ 4 დღე ბნელ ადგილას. მიიღება 1 დესერტის კოვზი 4-ჯერ დღეში.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.