» » » დიდხანს მაწუხებდა ძლიერი სისუსტე, სანამ ერთმა გონიერმა ადამიანმა არ მირჩია, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გამაძლიერებელი საშუალებები

დიდხანს მაწუხებდა ძლიერი სისუსტე, სანამ ერთმა გონიერმა ადამიანმა არ მირჩია, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გამაძლიერებელი საშუალებები

ყოველ ზაფხულს, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის სოფელში ჩასულს, რამდენიმე დღის შემდეგ ძლიერი სისუსტე მეუფლებოდა. თითქოს ენერგია აღარც კი წარმოიქმნებოდა ჩემს ორგანიზმში. ამით შეშინებულმა, ჯერ ენდოკრინოლოგს მივმართე და ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ჩავიტარე, მერე თერაპევტის კონსულტაციაც გავიარე, ბოლოს კი ერთმა გონიერმა ადამიანმა მირჩია, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გამაძლიერებელი საშუალებები მეცადა.

  • არჩევანი ამ წამლებზე შევაჩერე - ერთი მხრივ, ისინი ძალას მატებენ, მეორე მხრივ კი ხელს უწყობენ ორგანიზმში დაგროვილი მავნე, ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას, რაც ასევე ძლიერ უხდება და ზრდის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს.

  • 10 გრამ კაკლის მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, დააყენეთ 45 წუთი, რომ გაცივდება, გადაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.

  • 2 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ ნიახურის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

  • აიღეთ 1 თავი ხახვი, დაჭერით წვრილად, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჩაის ჭიქა რძე, აურიეთ ერთმანეთში და სვით მთელი დღე 2 კვირის განმავლობაში.

  • ენერგიის მოსამატებლად კარგია ყურძენი, ჟოლო, პომიდორი, სტაფილო, ბადრიჯანი და ხურტკმელი.

    ბაბუაწვერასგან მომზადებული საშუალება სწრაფად აღგიდგენთ დაკარგულ ენერგიას:
  • 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში და გადაწურეთ.
    უნდა სვათ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში. ბაბუაწვერას ახალი ფოთლები აძლიერებს ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას, არეგულირებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. თუ მოუსურვებთ, შეგიძლიათ, მისი ნორჩი ფოთლებისგან სალათა მოამზადოთ და ისე მიირთვათ ან დალიოთ ფოთლების ახალგამოწურული წვენი - 1 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. ზოგიერთს ურჩევნია, ბაბუაწვერას ფესვების წვეთები სვას, რომლებიც ასე უნდა მოამზადოთ:
  • აიღეთ 1 სადილის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი ან სპირტი. გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 30 წვეთი წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.