» » » პერიოდულად ღვიძლს ამ საშუალებებით ვმკურნალობ და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ

პერიოდულად ღვიძლს ამ საშუალებებით ვმკურნალობ და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ

რამდენიმე წლის წინ დამემართა ბოტკინის დაავადება, რომელმაც ღვიძლზე გართულებები დამიტოვა და ახლა ჰეპატიტის დიაგნოზი დამისვეს. პერიოდულად ღვიძლს ამ საშუალებით ვმკურნალობ და შედეგით კმაყოფილი ვარ:

  • აიღეთ 1 ჩაის ჭიქა შვრია, გარეცხეთ და დაასხით 1 ლიტრი ადუღებული რძე.შედგით ნელ ცეცხლზე და 10-15 წუთი ადუღეთ. მიიღეთ სურვილისამებრ, დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 20 დღეა.

    ღვიძლსა და სანაღვლე გზებს გულყვითელას ნაყენი უხდება
  • 2 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ გულყვითელას ყვავილს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 4 საათით დააყენეთ, მერე გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ.

    ღვიძლი რომ არ გადაგვეტვირთოს
  • აიღეთ 40-40 გრამი გარეული ვარდკაჭაჭა, ბაყაყურა და სიმინდის ულვაში, 20 გრამი ასფურცელა და აურიეთ ერთმანეთში.

  • აიღეთ 2 სადილის კოვზი ნაკრები და დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დააყენეთ 2 საათით.
    მიიღეთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ. მკურნალობის კურსი 2 თვეა, შემდეგ 20 დღე ისვენებთ და კურსს იმეორებთ.

    ღვიძლს კოწახურის ფესვი გაგიწმენდთ
  • კოწახურის ფესვები კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ, დაჭერით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მიღებული მასა გააშრეთ. 1 ჩაის კოვზ ამ ნედლეულს დაასხით 200 გრამი მდუღარე წყალი, დადგით, გადაწურეთ და მიიღეთ 100 მლ დღეში 3-ჯერ.

    ნაღვლის ბუშტის ტკივილს მატიტელა დაგიამებთ
  • დააქუცმაცეთ 1 სადილის კოვზი მატიტელას ფესვი და დაასხით 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. ჭურჭელი ჩადგით ორთქლის აბაზანაში 15 წუთით. გადმოდგით და გადაწურეთ. წამალი მზად არის. უნდა სვათ თითო სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.
    2-3 კვირის შემდეგ შესამჩნევ შვებას იგრძნობთ, შეტევები უფრო და უფრო გაიშვიათდება და თვალნათლივ დაგეტყობათ გამოკეთება. მატიტელას ბალახი და ფესვი წმენდს ნაღვლის სადინარებს, ღვიძლს და თირკმელებსაც კი.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.