ის სასარგებლოა:
კანის მატონიზირებელი.
ქაცვის ზეთის ანტიოქსიდანტები: A, C, E ვიტამინები და ბეტა კაროტინი კანს ჯანსაღ ფერს აძლევს.
აღადგენს და იცავს კანს.
ზეთი კარგია კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის. მასში ომეგა-3-ის, ომეგა-6-ისა და ომეგა-9-ის გარდა, უხვადაა ომეგა-7-ც, რაც კანის გამოშრობასა და გაუხეშებას ებრძვის, აძლიერებს კოლაგენის გამოყოფას და უჯრედის ქსოვილის წარმოქმნას უწყობს ხელს.
ამშვიდებს კანს.
ზეთში უხვადაა ცხიმოვანი მჟავები, რის გამოც მას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. მკვებავიცაა. განსაკუთრებით სასარგებლოა გამომშრალი და მზისგან დაზიანებული კანისთვის. საკვები დანამატის სახით მიღებისას ან კანზე გამოყენებისას, არბილებს და ამშვიდებს მშრალ, დამკდარ კანს.
მიირთვი და გალამაზდი
ამ კენკრაში ბევრად დიდი რაოდენობითაა C ვიტამინი, ვიდრე მარწყვში, კივისა და ფორთოხალში. ქავის მომჟავო გემოს წვენს ხშირად ურევენ ხილის წვენების ნარევში.
კენკრა
ქაცვის ნაყოფის წვენი კანის გამაახალგზარდავებელი ვიტამინების წყაროა.
მცენარე
ეს ორსქესიანი მცენარეა. მდედრობითი მცენარე ფორთოხლისფერ, კენკრისებრ ნაყოფს ისხამს.
საკვები დანამატები
საკვები დანამატის ფორმით ქაცვს ისეთივე სასარგებლო მოქმედება აქვს კანზე, როგორც ცოცხალ ნაყოფს. მიიღეთ მცირე რაოდენობით - მისი ზეთი მაღალი კონცენტრატიცაა.