» » » ქათმის უგემრიელესი და სასარგებლო სუპი ლიმონით და კვერცხით

ქათმის უგემრიელესი და სასარგებლო სუპი ლიმონით და კვერცხით

წვნიანი კერძი - სუპი, სადილის პირველ თავად ითვლება. იგი ადვილი მოსანელებელია, მას მაქსიმალურად ითვისებს ადამიანის ორგანიზმი. სუპის მოსამზადებლად ძირითადად გამოიყენება ხორცის, ძვლების, თევზის და ბოსტნეულის ნახარში. იგი მზადდება აგრეთვე რძისა და რძის ნაწარმის, ბურახისა და ზოგიერთი ხილ-კენკრისგან.

დღეს მოვამზადებთ ქათმის სუპს ლიმონით და კვერცხით

ინგრედიენტები:
  • საშუალო ზომის ქათამი - 1 ცალი
  • ხახვი - 50 გრამი
  • მწვანილი - 50 გრამი
  • ლიმონი - 1 ცალი
  • ატრია "ვარსკვლავი" - 100 გრამი
  • კვერცხის გული - 2 ცალი
  • მარილი - გემოვნების მიხედვით

დამზადების წესი:

კარგად გასაუფთავებული საშუალო ზომის ქათამი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ 12 ჭიქა წყალი, დავუმატოთ ხახვი და მწვანილი. ვადუღოთ და თან მოვხადოთ ქაფი. შემდეგ ჩავაგდოთ შუაზე გაჭრილი ლიმონი და ვადუღოთ კიდევ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ამოვიღოთ მოხარშული ქათამი, ბულიონში კი ჩავყაროთ ატრია თუ იგი არ გვაქვს, ვიხმაროთ ვერმიშელი. როცა მოიხარშება, გადმოვდგათ ცეცხილდან, ამოვიღოთ მოხარშული ლიმონი, სუპში კი ჩავურიოთ კარგად ათქვეფილი ორი კვერცხის გული და მარილი.
სუპიდან ამოღებული ქათამი მივიტანოთ სუფრაზე ცალკე საწებლით. ასეთი სუპი მეტად გემრიელი და სასარგებლოა.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.