» » » თმის ძირების მკვებავი ბირკავას ზეთის ნიღაბი

თმის ძირების მკვებავი ბირკავას ზეთის ნიღაბი

ბირკავას ზეთი ოდითგან გამოიყენებოდა დერმატოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში, როგორც ნივთიერებათა ცვლის აღმდგენი კაპილარულ დონეზე. ზეთში შემავალი ბუნებრივი ინულინი მდიდარია ვიტამინებით, პროტეინით, ამინომჟავებით, მთრიმლავი ნივთიერებებით და მინერალური მარილებით.

თმის ძირების მკვებავი ბირკავას ზეთის ნიღაბი

ინგრედიენტები:
  • ბირკავას ზეთი - 10 მლ
  • ჭინჭრის ზეთი - 10 მლ
  • გულყვითელას ზეთი - 10 მლ

    მომზადების წესი:
    ნედლეული შევურიოთ ერთმანეთს და კარგად ავთქვიფოთ.
    მომზადებული მასა თითების ბოლოებით შევიზილოთ თავის კანში და თმის ძირებში, გავიჩეროთ 15 წთ და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. პროცედურა კვირაში 2-ჯერ ჩავიტაროთ. მკურნალობის კურსი - 1 თვე.

    ბირკავას ზეთის და სამკურნალო ბალახების ნიღაბი

    ინგრედიენტები:
  • ბირკავას ზეთი - 40 მლ
  • გულყვითელას ყვავილი - 10 გრ
  • არყის ხის ფოთოლი - 10 გრ
  • სალბის ბალახი - 10 გრ
  • აფთიაქის გვირილა - 10 გრ
  • ჭინჭარი - 10 გრ
  • არაყი - 50 მლ

მომზადების წესი:
ნედლეული შევურიოთ ერთმანეთს. დავასხათ არაყი, დავაყენოთ ბნელ გრილ ადგილას 10 დღის განმავლობაში, შემდეგ გავწუროთ და დავუმატოთ ბირკავას ზეთი.
მომზადებული ნიღაბი წავისვათ თავის თმიან ნაწილში და გავაჩეროთ 20 წთ. და შემდეგ დავიბანოთ შამპუნით. პროცედურა ტარდება კვირაში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.