ფოთლები - მას იყენებენ დაქუცმაცებული, გასრესილი და ბუნებრივი სახით. ახალ მოწყვეტილ ფოთოლს მიადებენ მტკივნეულ და დაზიანებულ უბანს - ქვედა მხრიდან. სხვა შემთხვევაში ფოთოლს მსხვილად ჭრიან ან გასრესენ ხის კოვზით.
წვენი შესანიშნავი საშუალებაა, რომელსაც აქვს შარდმდენი, ნარველმდენი, ანტიბაქტერიული, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატი არის აგრეთვე ანტირევმატიული და ანტიდიაბეტური საშუალება. წვენის მიღება ხდება ხორცსაკეპმანქანში გატარებული ფოთლების გაწურვით. დღეს შევჩერდებით თმის მოვლის საშუალებებზე რომელიც ბირკავას ზეთისგან მზადდება, ის არაჩვეულებრივად კვებავს და აჯანსაღებს თმას.
ბირკავას ზეთის ნიღაბი მშრალი კანისთვის
ინგრედიენტები:
- ბირკავას ზეთი - 20 მლ
- უკვდავას ყვავილი - 10 გრ
- აფთიაქის გვირილას ყვავილი - 10 გრ
- ქრისტესისხლას ბალახი - 10 გრ
- თაფლი - 5 გრ
- 1 კვერცხის გული
- კონიაკი - 20 მლ
- წყალი - 200 მლ
მომზადების წესი:
მცენარეულ ნედლეულს დავასხათ მდუღარე წყალი, დავდგათ წყლის აბაზანაზე და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე 5 წთ, შემდეგ გავწუროთ. ცალკე აურიოთ ერთმანეთში კვერცხის გული, კონიაკი, თაფლი და ბირკავას ზეთი, კარგად ავთქვიფოთ, დაუმატოთ მომზადებული ნახარში და ისევ ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დავიდოთ ნიღაბი მშრალ თმაზე, დავიხუროთ პოლიეთილენის ქუდი და მოხვიოთ პირსახოცი. გავიჩეროთ 2-3 სთ. ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და დავიბანოთ შამპუნით. პროცედურა კეთდება კვირაში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
ბირკავას ზეთის და ბირკავას ძირების ნახარშის ნიღაბი
ინგრედიენტები: - ბირკავას ძირები - 10 გრ
- ანგელოზა - 10 გრ
- ვირისტერფა - 10 გრ
- ბირკავას ზეთი - 40 მლ
- 2 კვერცხის გული
- წყალი - 200 მლ
მომზადების წესი:
მცენარეულ ნედლეულს დავასხათ წყალი, დავდგათ წყლის აბაზანაზე, გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე 5 წთ, შემდეგ გავწუროთ. კვერცხის გული და ბირკავას ზეთი კარგად ავურიოთ ერთმანეთს და ჩავასხათ მომზადებულ ნახარშში.
მომზადებული მასა თანაბრად წავისვათ თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე, დავიხუროთ ცელოფნის ქუდი, მოვიხვიოთ პირსახოცი და გავიჩეროთ 1 სთ. ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. პროცედურა კეთდება კვირაში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 1 თვე.