წიწიბურის ბურღული - კვების ღირებულების თვალსაზრისით ბურღულუელებს შორის ლიდერია. მას ღირსეულად უწოდებენ ბურღულეულის მეფეს, რადგან ის შეიცავს რკინას, სპილენძს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას და მანგანუმს.
წიწიბურა მცირე რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს, ვიდრე სხვა ბურღულეული. ამასთან ღირებულ ცილოვან პროდუქტად ითვლება, დიდი რაოდენობით შემავალი ამინომჟავებით. სწორედ ამიტომ წიწიბურას დიეტა საკმაოდ უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
წიწიბურას დიეტა სასარგებლოა არა მხოლოდ გახდომის მსურველთათვის, არამედ ორგანიზმის სხვადასხვა დაავადების დროს, რადგან ეს პროდუქტი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, სახის ფერს და კანის მდგომარეობას აუმჯობესებს.
წიწიბურას ბურღულის გარდა ამ დიეტაში იყენებენ კეფირს - სასარგებლო პროდუქტს, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას სტიმულირებს. კეფირის დახმარებით ორგანიზმი A, B2, B12 ვიტამინებით მდიდრდება და ტოქსინები და შლაკები აქტიურად გამოდის. შედეგად ღებულობთ ორმაგ ეფექტს: წონის სასურველი შემცირება და კანის მდგომარეობის გაუმჯობესება.
წიწიბურას 14 დღიანი დიეტა
წიწიბურას დიეტის ღირსება
- წიწიბურას მირთმევის რაოდენობრივი შეზღუდვა არ არსებობს (შეგიძლიათ მიირთვათ, რამდენიც გსურთ).
- წიწიბურას დიეტით წონის დაკლებას დიეტის ტიპიური სიმპტომები, როგორიცაა მთლიანი სისუსტე, თავბრუსხვევა, სისუსტე და სიზარმაცე, არ ახლავს.
- მაღალი ეფექტურობა. წონის დაკლება საშუალოდ 7 კგ-ს წარმოადგენს (რიგ შემთხვევაში პირველ კვირას 10-ზე მეტი კგ-ც დაუკლიათ).
- წიწიბურას ფაფაში დიდი რაოდენობით უჯრედისია, რაც ნაწლავების და ღვიძლის სრულყოფილ გაწმენდას უზრუნველყოფს.
- წიწიბურას დიეტის დაცვით კანის გარეგნული მხარე და ფრჩხილები თავისთავად გაუმჯობესდება (B ჯგუფის ვიტამინების, ცილების და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირების ხარჯზე).
ფაფის მომზადება წიწიბურას დიეტისთვის
წიწიბურა მთელი დღისთვის მზადდება: 0.5 კგ წიწიბურას ბურღულს 1,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, თავზე დაახურეთ და დილამდე შეფუთული გააჩერეთ - ბურღულის მოხარშვა არ შეიძლება. ეს პორცია პირველი დღისთვის საკმარისი იქნება, შემდეგ კი თქვენი შეგრძნების მიხედვით გააკეთეთ (დიეტის ბოლოს 100 გრ-იც კი საკმარისი იქნება).
დილით ფაფა ჩვეულებრივ წიწიბურას ფაფის მსგავსი იქნება - სწორედ ასეთი ფაფა უნდა მიირთვათ მთელი 14 დღის განმავლობაში. თუ წყალი ბოლომდე არ იქნა შეწოვილი, ზედმეტი წყალი გადაღვარეთ და შემდეგში უფრო ნაკლები წყალი დაასხით.
წიწიბურას დიეტის მენიუ
კეფირი-წიწიბურას დიეტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს.
მკაცრი ვარიანტი: წიწიბურას ფაფის გარდა (ეს შეგიძლიათ მიირთვათ, რამდენიც გსურთ) მენიუში შედის 1 ლ (არა მეტი, ნაკლები შეიძლება) 1%-იანი კეფირი დღეში - კეფირი შეგიძლიათ წიწიბურასთან ერთად მიიღოთ, ან ცალკე დალიოთ.
შიმშილის ძლიერი შეგრძნების შემთხვევაში შეგიძლიათ კიდევ ერთი ჭიქა კეფირი დალიოთ. სწრაფი შედეგი დიეტის გაგრძელების სურვილს გაგიჩენთ. ასევე შეგიძლიათ შეუზღუდავად წყალი ან მწვანე ჩაი დალიოთ. ისინი მადას ამცირებენ, როგორც, მაგ., ნატურალური წვენი.
უფრო მსუბუქი ვარიანტი: მთავარი პროდუქტი - კეფირი და წიწიბურა, დამატებით ვაშლი და ბოსტნეული.
1 დღის დაახლოებითი მენიუ
- საუზმე. 1 ჭიქა უცხიმო კეფირი და 100 გრ წიწიბურას ბურღული.
- მეორე საუზმე. 1-2 ვაშლი.
- სადილი. 200 გრ წიწიბურას ფაფა და 200 გრ ბოსტნეულის სალათი, ზემოდან მოსხმული მცენარეული ზეთით.
- წახემსება. 1 ჭიქა მჟავე რძის პროდუქტი.
- ვახშამი. 1 ჭიქა უცხიმო კეფირი და 100 გრ წიწიბურას ფაფა.
როგორ დავიკლოთ სწორად წიწიბურათი? კვების თავისებურებები
წიწიბურას დიეტის უფრო მეტი ეფექტურობისთვის შემდეგი წესები დაიცავით:
- დალიეთ ბევრი წყალი - დღეში 2 ლიტრა.
- გამორიცხეთ წვენი და ტკბილი წყალი, მიესალმეთ ჩაის მოხმარებას.
- ჭამეთ მცირე პორციებით.
- დაძინებამდე 2.5-სთ-ის შემდეგ არ მიირთვათ არაფერი.
- გამორიცხეთ ალკოჰოლი
- მიიღეთ ნაკლები მარილი.
- გამორიცხეთ ყველა პროდუქტი, რომელიც მენიუში მოცემული არაა.
- რეკომენდებულია აუცილებელი ფიზიკური აქტივობა (ცურვა, ვარჯიშები სახლში, სირბილი, ტანვარჯიში).
პელაგეიას წიწიბურას დიეტა
რუსი მომღერალი, პელაგეიამ თაყვანისმცემლები მომხიბვლელი ფიგურით გააოცა. მან თქვა, რომ ფიგურის შეცვლაში წიწიბურა დაეხმარა.
პელაგეიას დიეტა - მარტივი და მისაღები სისტემა გახდომის მსურველთათვის, რომელიც თავად მომღერალს საკმაოდ მცირე დროში მშვენიერი ფიგურის მიღებაში დაეხმარა.
აი დაახლოებითი მენიუ, რომელმაც მომღერალს ზედმეტი კილოგრამების დაკლების საშუალება მისცა.
- საუზმე. წიწიბურას ფაფა მარილის გარეშე. შეგიძლიათ თაფლი ან მშრალი ხილი დაუმატოთ.
- სადილი. თევზი გრილზე ან უცხიმო ხორცი, გარნირი ბოსტნეული.
- ვახშამი. წიწიბურა კეფირით.
გარდა ამისა, მომღერალი რეგულარულად სპორტით იყო დაკავებული.
წიწიბურას დიეტა, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო დიეტაა. წიწიბურას დიეტის შედეგი - ესაა გახდომა, განწყობის გაუმჯობესება, ჯანმრთელი კანი, თმა და ფრჩხილები. წიწიბურას დიეტა კარგია კუჭის დაავადების პროფილაქტიკის მიზნით.
კეფირი-წიწიბურას დიეტის სწორი დაცვით წონის დაკლება გარანტირებული გექნებათ. რაც უფრო ზედმეტი წონა გაქვთ, მით უფრო მალე დაიწყებთ გახდომას. მათ, ვინც წიწიბურას დიეტა ბოლომდე დაიცვა, გვეთანხმებიან, რომ შედეგი დახარჯულ ძალისხმევად ღირს. ამ დიეტის შემდეგ, თავს ისე იგრძნობთ, როგორც გენერალური დასუფთავების შემდეგ.
გისურვებთ სწორ და ეფექტურ გახდომას. ეს ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეთ და თუ უკვე გაქვთ წიწიბურას დიეტის დაცვის გამოცდილება, მოგვწერეთ კომენტარებში.