ნორვეგიულ მკვლევართა აზრით, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მეტწილად მათ უვითარდებათ, ვინც დაბადებისას 2,5 კგ - ზე ნაკლებს იწონიდა.
მეცნირებმა ერთი და სხვადასხვა კვერცხუჯრედისგან განვითარებული სამი ათასზე მეტი ტყუპი გამოიკვლიეს. სინდრომი მონაწილეთა დაახლოებით 5 %-ს აღმოაჩნდა. ამასთანავე, გაირკვა, რომ მათ, ვინც დაბადებისას 2,5 კგ-ზე ნაკლებს იწონიდა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარების ალბათობა მეტი ჰქონდათ. რაც უფრო ნაკლები იყო ახალშობილის წონა, მით მეტი იყო რისკი. თანაც ასეთ ადამიანებში დაავადების პირველი სიმპტომები სხვებზე დაახლოებით 8 წლით ადრე იჩენდა თავს.
მკვლევართა აზრით, მათ მიერ გამოვლენილი კანონზომიერება შეიძლება აიხსნას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებული არსებული დარღვევებით, რომლებიც ორსულობის გართულებით ან ნაადრევი მშობიარობით უნდა იყოს გამოწვეული. თუმცა მკვლევარები არც სხვა სოციალური ფაქტორების გავლენას გამორიცხავენ.
"მაკდონალდსის" საკვები ყაბზობას იწვევს?!
კომპანია "მაკდონალდსის" ავსტრალიურმა ფილიალმა მწარედ გააკრიტა მორგან შპერლოკის სკანდალური ფილმი, რომელიც მათი საკვების მავნეობას ამხელს.
ლოს-ანჯელესელმა მორგან შპურლოკმა საკუთარი ხარჯით გადაიღო ფილმი "ჩემი სუპერწონა" (Super Size me). ავტორი 30 დღის განმავლობაში საუზმობდა, სადილობდა და ვახშმობდა "მაკდონალდსში", რის შედეგადაც კატასტროფულად გასუქდა, დაეწყო დეპრესია და, თქვენ წარმოიდგინეთ, შეკრულობამაც შეაწუხა.
"მაკდონალდსის" ხელმძღვანელობამ ფილმის ავტორს ფაქტების გაყალბება დააბრალა, თუმცა ფილმს ავსტრალიაში მაინც უდიდესი წარმატება ხვდა წილად.