გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 70% უჩივის ეპიზოდურ ან ქრონიკულ თავის ტკივილს.
თავის ტკივილის ჯგუფში შედის:
- კისრის ოსტეოქონდროზით გამოწვეული თავის ტკივილი;
- შაკიკი;
- ტრავმის შემდგომი თავის ტკივილი;
- ფსიქოგენური თავის ტკივილი (ყრუ, კეფის არეში ლოკალიზებული, რომელსაც ხშირად თან ახლავს ფორიაქი და დეპრესია ).
სხვა დაავადებათა შორის, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილი, შეიძლება იყოს ადამიანის სხვადასხვა ორგანოების დაზიანება: ანთებითი, სისხლძარღვოვანი, ტრავმული, ენდოკრინული, ზოგადინტოქსიკაციური.
- სისხლძარღვოვან დაავადებებს, რომელსაც შედარებით ხშირად ახლავს თავის ტკივილი, მიეკუთვნება: არტერიული ჰოპო და ჰიპერტენზია, თავის ტვინის და კისრის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, სისხლჩაქცევა თავის ტვინში ან ტვინის მწვავე ინფარქტი.
- ხშირია ენდოკრინული დარღვევებით გამოწვეული თავის ტკივილი: ჰორმონალური სინდრომი ქალებში (კლიმაქსი, პრედმენსტრუალური სინდრომი, ორსულობა), ფარისებრ ჯირკვლის დაავადებები (ჰიპო და ჰიერთირეოზი).
- ზოგადინტოქსიკაციური მიზეზებით განვითარებული თავის ტკივილი საკმაოდ ბევრია: ქრონიკული ანთებითი დაავადებები (განსაკუთრებით ღვიძლის, თირკმელების და კუჭ-ნაწლავთა სისტემის), სამკურნალო პრეპარატების მიღებით გამოწვეული ინტოქსიკაცია. ეს განსაკუთრებით ხშირია ასაკოვან ადამიანებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ღებულობენ სხვადასხვა მედიკამენტებს. ანტიბიოტიკები, ანტიკონვულსიური პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტები და წნევის დამწევი წამლები - ეს ის პრეპარატებია, რომელთა მიღების შედეგად განვითარებული ინტოქსიკაცია იწვევს თავის ტკივილს. ნაბახუსევზე განვითარებული თავის ტკივილიც ინტოქსიკაციებს მიეკუთვნება.