ცილოვანი დიეტის პრინციპი გამოიხატება იმაში, რომ ცილოვანი საკვების გადახარშვა ხანგრძლივი და დატვირთული პროცესია. ცილა ანაყრებს შიმშილის გრძნობას, აძლიერებს კუნთებს, ორგანიზმს აიძულებს გადადებული ცხიმოვანი მარაგის დაწვას, განსაკუთრებით კი მუცელსა და გვერდებზე.
ცილოვანი დიეტა გასახდომად
რჩევების რედაქცია გთავაზობთ გახდომის ორ სქემას ცილოვანი დიეტის პრინციპით. ისინი კლასიკური ვარიანტისგან იმით განსხვავდება, რომ ნახშირწყლები, აღნიშნულ შემთხვევაში, მთლიანად არ გამოირიცხება რაციონიდან, რათა ორგანიზმს არ ავნოთ.
ცილოვანი დიეტის #1 სქემა
- დილით, გაღვიძებისთანავე, უზმოზე მიირთვით 250 მლ თბილი წყალი. საკვების ეს მიღება ორგანიზმში უშვებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
- 30 წუთის შემდეგ ისაუზმრეთ: 1 მოხარშული კვერცხი.
- დიეტის პირველი ნახევარი პერიოდის მანძილზე, სადილზე, სამხარსა და ვახშამზე მოხარშულ ქათმის ფილეს მიირთმევთ.
მოამზადეთ იგი შემდეგნაირად: მოხარშეთ ხორცი მომზადებამდე მეორად ბულიონში (პირველადი დალიეთ მოხარშვისთანავე), არ ჩაყაროთ წყალში მარილი. კანი, თუ ქათამს აქვს, მოაშორეთ, ორთქლზე გააჩერეთ ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. ხორცის დღიური ნორმაა 800 გ. - დიეტის პერიოდის მეორე დახევარი მიუძღვენით ნაწლავების წმენდას: ყოველდღიურად უმი სახით მიირთვით 1.5 კგ-მდე ბოსტნეული, რომლებიც არ შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს.
- შეგიძლიათ, ყოველდღე მოიმზადოთ სალათი "ცოცხი".
- მთელი დიეტის მანძილზე დღეში მინიმუმ 2 ლ წყალი უნდა მიირთვათ.
- მთელი ათი დღის მანძილზე, დღეში 2 ლ-მდე წყალი და ასკილის ნახარში მიირთვით.
- პირველ დღეს მხოლოდ მოხარშულ კვერცხს მიირთმევთ: 4-6 ცალს.
- მეორე დღე - თევზისაა. მოხარშული უცხიმო თევზი ამ დღეს ნებისმიერი რაოდენობით (ზომიერ ფარგლებში, რაღა თქმა უნდა).
- მესამე დღეს მხოლოდ უცხიმო ხაჭოს მიირთმევთ დანაყრების შეგრძნებამდე.
- მეოთხე დღეს მიირთმევთ ქათმის ფილეს, მომზადებულს პირველი სქემის მიხედვით.
- მეხუთე დღეს დაშვებულია ნახშირწყლები. მოხარშეთ 1 კგ-მდე კარტოფილი კანში. მიირთვით მარილის გარეშე.
- მეექვსე დღე მიუძღვენით მოხარშულ უცხიმო ძროხის ხორცს. მიირთვით დანაყრებამდე.
- მეშვიდე - უმი ბოსტნეულის დღეა. მოამზადეთ სალათები როგორც გსურთ.
- მერვე დღე მათთვის, ვისაც ტკბილი ენატრება - მთელი დღის რაციონი ხილისგან შედგება.
- მეცხრე დღეს მიირთვით მხოლოდ კეფირი - დაახლოებით 1.5 ლ.
- მეათე დღე - გამწმენდია. ამ დღეს მხოლოდ ასკილის ნახარსი და წყალი უნდა მიირთვათ.
დიეტის დასრულების შემდეგ, კვირაში ერთხელ, დაიცავით ცილის დღე. შეარჩიეთ პროდუქტი დიეტის ნებისმიერი დღიდან, შედეგი შესამჩნევი იქნება 10 დღეში.