დიეტის არსი ასეთია: ყოველდღიურად განსაზღვრული რაოდენობის ცილებს და ვიტამინების საკვებს ღებულობთ, მაგრამ ცალ-ცალკე სხვადასხვა დროს. დანაწევრებული კვება მცირე პორციებით კვების უფლებას გაძლევთ და თან ორგანიზმს ზიანს არ აყენებთ. ამ პროდუქტებით მორიგეობით კვება მეტაბოლიზმის შეცვლას და წონის მნიშვნელოვნად დაკარგვას უწყობს ხელს.
რით არის სასარგებლო ორგანიზმისთვის ბოსტნეული, ხილი და ცილოვანი საკვები
ბოსტნეული და ხილი - ვიტამინების, მინერალების და ანტიოქსიდანტების საწყობია, რომლებიც ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ეს ჯანსაღი კვების საფუძველია. ისინი უჯრედისებს შეიცავენ, რომლებიც კარგ მეტაბოლიზმს უზრუნველყოფენ, ასევე დიდი რაოდენობით წყალს და ფრუქტოზას (შაქრის სრულყოფილ შემცვლელს) შეიცავენ.
ცილები - საკვების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ქსოვილების ზრდას და აღდგენას ხელს უწყობს. მისი ნაკლებობა ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს: ჰორმონალური ფონი იცვლება, ტვინის, ღვიძლის და ფერმენტული სისტემის მუშაობა ირღვევა, დისტროფია ვითარდება. სწორედ ამიტომ დიეტები, რომელთა რაციონში ცილები არ შედის, ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს.
რომელი პროდუქტის მიღება შეიძლება დიეტის დროს და რომლის არ შეიძლება
კვების რაციონში შეგიძლიათ პრაქტიკულად ნებისმიერი ბოსტნეული და ხილი (კომბოსტო, ჭარხალი, პომიდორი, კიტრი, ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი და სხვ) დაუმატოთ. მაგრამ ის პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს (ყურძენი, გარგარი, ხურმა, მანგო) მათზე უარი თქვით. ამ მიზეზის გამო რაციონიდან კარტოფილი, ბარდა და სიმინდი უნდა ამოიღოთ.
ცილებით მდიდარი საკვები ამ დიეტის დროს დაშვებულია: კვერცხი, თევზი, უცხიმო ხორცი, ქათამი, უცხიმო ხაჭო, ბრინზა, ყველი, კარგი ხარისხის მოხარშული სოსისი.
შეუზღუდავად შეგიძლიათ სუფთა წულის, ბალახეული ნაყენის და უშაქრო ჩაის დალევა.
მიუხედავად პროდუქტების დიდი სიისა, რომლებიც ვიტამინ-ცილოვანი დიეტის დროს დაშვებულია, არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც. რაციონიდან ნებისმიერი ტკბილი კერძი, ცხიმიანი პროდუქტები, მარცვლეული და პური უნდა ამოიღოთ. ასევე სოუსი, კეტჩუპი, მაიონეზი და ცხარე სანელებლები უნდა დაივიწყო. მაღაზიაში ნაყიდი წვენი, ჩაი და შაქრიანი ყავა, გაზიანი წყალი და ალკოჰოლის ყველა სახეობა ასევე ტაბუდადებულია.
ცილოვან-ვიტამინების დიეტა: ზუსტად 5 დღის მენიუ
1 დღე
საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი
მეორე საუზმე: 1 ფორთოხალი ან 100 გრ ანანასი
სადილი: 150-200 გრ მოხარშული ძროხის ხორცი
სამხარი: 2 მსხალი ან 2 ვაშლი
ვახშამი: 100 გრ მოხარშული ქათმის ხორცი
მე-2 დღე
საუზმე: 50 გრ უცხიმო ყველი
მეორე საუზმე: 1 ფორთოხალი
სადილი: 150 გრ მოხარშული ინდაურის ხორცი
სამხარი: 1 კიტრი, 1 პომიდორი
ვახშამი: 150 გრ შემწვარი ძროხის ხორცი
მე-3 დღე
საუზმე: 100 გრ ხაჭო
მეორე საუზმე: 1 კივი ან 1 ფორთოხალი
სადილი: 200 გრ მოხარშული თევზი
სამხარი: 1 სტაფილო ან 1 ბულგარული წიწაკა
ვახშამი: 150 გრ შემწვარი ქათმის ხორცი
მე-4 დღე
საუზმე: 40 გრ ბრინზა (მდუღარე წყალი დაასხით - ეს მარილის რაოდენობას შეამცირებს)
მეორე საუზმე: 1 ფორთოხალი
სადილი: 200 გრ შემწვარი თევზი
სამხარი: ახალი კომბოსტოს და ოხრახუშის სალათა
ვახშამი: 150 გრ მოხარშული ქათმის ხორცი
მე-5 დღე
საუზმე: 2 მწყრის კვერცხი და ყველის ნაჭერი
მეორე საუზმე: 1 ვაშლი ან 1 კივი
სადილი: 200 გრ მოხარშული კურდღლის ხორცი
სამხარი: 1 მოხარშული ჭარხალი
ვახშამი: 100 გრ შემწვარი თევზი
მომდევნო 5 დღეს მენიუ მეორდება.
უსაფრთხოების მიუხედავად, ამ დიეტის დაცვა 2-3 თვეში ერთზე მეტ ხანს დაცვა რეკომენდებული არაა.
დაკარგული კილოგრამები რომ არ დაგიბრუნდეთ, შემდეგი 10 დღის განმავლობაში დიეტიდან გამოსვლის წესები დაიცავით. რაციონში შვრია, წიწიბურა, მაკარონი, პური და ბრინჯი ნელ-ნელა დაუმატეთ. ტკბილეულიდან შეგიძლიათ მწარე შოკოლადის დამატება დაიწყოთ.
ცილოვან-ვიტამინების რაციონის დასაცავად ახლა იდეალური დროა. ის რამდენიმე ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ. როცა მძიმე და მზა საკვებისგან დაიღლებით, დიეტური მენიუ მდგომარეობის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ეს ინფორმაცია თქვენი მეგობრებისთვისაც სასარგებლო იყოს, გაუზიარეთ სოციალურ ქსელში!