რომელი პროდუქტი ავირჩიოთ? რა თქმა უნდა, ცილოვანი, მათ ორგანიზმი სწრაფად ითვისებს და მძიმე არაა. "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ 20 კერძის ჩამონათვალს, რომლებიც ვახშმისთვის იდეალური არის.
- ჩაშუშული ქათმის ფილე კეფირით და მწვანილით.
- მოხარშული ან გამომცხვარი სატაცურის ლობიო და ომლეტი რძეზე პარმეზანის ყველის ნაჭერით.
- თევზი გრილზე ბოსტნეულის გარნირით.
- მობრაწულა ბროკოლით, პარმეზანით და ქათმით.
- მოხარშული ძროხის ხორცი კომბოსტო სალათით.
- თევზის ან ქათმის კოტლეტები ფქვილის გარეშე, ღუმელში გამომცხვარი.
- ჩაშუშული კომბოსტო ცხარე ინდაურით.
- სანელებლებში და ლიმონში გამომცხვარი ზღვის თევზი.
- მწვანე ფოთლის სალათი ბრინზას ნაჭერთან და მზეზე გამომშრალ პომიდორთან ერთად.
- ველური ბრინჯი ცუკინთან, ხახვთან და სანელებლებთან ერთად.
- ხაჭო ერთ მუჭა კენკრასთან და დარიჩინთან ერთად.
- გამომცხვარი მინტაი და მოხარშული ლობიო გარნირად.
- ქათმის/თევზის/ზღვის პროდუქტების ბულიონი.
- თბილი სალათი რუკოლით, ხბოს ხორცით, პომიდორი ჩერით, ზემოდან მოსხმული ზეითუნის ზეთით.
- ჩილე ძროხის ხორცის ფარშით და წითელი ლობიოთი.
- მოხარშული ლობიო ქამა სოკოთი და მწვანილებით.
- ქათმის მკერდის სალათი, ნიახური, ვაშლი და კვერცხი, ზემოდან მოსხმული იოგურტი.
- მოხარშული ქათმის ფილე სალათთან ერთად, კიტრი და პომიდორი ლავაშში გახვეული.
- გამომცხვარი ხაჭო დამატებული 1 ც კვერცხით, შვრიის ფანტელებით და თაფლით.
- ღუმელში გამომცხვარი კურდღლის ხორცი ნიახურით და სტაფილოთი.
შეინახეთ ეს შპარგალკა, რომ კიდევ ერთხელ არ დაიწყოთ იმაზე ფიქრი, თუ რა მიირთვათ ვახშამზე. და, რა თქმა უნდა, მადლობელი დაგრჩებით, თუ სტატიას მეგობრებს გაუზიარებთ.