» » » გახდომის მარტივი ხერხი, რომელიც ათასობით ადამიანს დაეხმარა - მას ქეით მიდლტონიც იცავდა

გახდომის მარტივი ხერხი, რომელიც ათასობით ადამიანს დაეხმარა - მას ქეით მიდლტონიც იცავდა

კემბრიჯის ჰერცოგინიას რომ ვუყურებთ, ძალაუნებურას აღვფრთოვანდებით ხოლმე. ქეით მიდლტონს შესაშური ფიგურა აქვს უკვე რამდენი წელია. ამასთან, ცნობილია, რომ ეს თხელი წელი არა გამომფიტავი დიეტებისა და ვარჯიშის შედეგია, არამედ კვების სწორად შერჩეული რეჟიმის - სუპერპოპულარული დუკანის დიეტისა.
ფრანგმა ფიზიოლოგმა, პიერ დუკანმა შეიმუშავა კვების სისტემა, რომელიც არ ავნებს ორგანიზმს და იდეალურად ჯდება თანამედროვე ცხოვრების რიტმში. ამასან, წონა შეუჩერებლად მცირდება, შედეგი კი დიდხანს ინახება.


ნახშირწყლების მინიმუმამდე და ცილების მაქსიმუმამდე აყვანა - დუკანის დიეტის მენიუს საწყისია. იგი დაგეგმილია რამდენიმე ეტაპად და შეუმჩნეველ გადასვლებად ერთიდან მეორეში. ასე მაქსიმალურ შედეგს მიიღებთ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე. თითოეული ფაზის დაცვის ხარისხზეა დამოკიდებული თქვენ მიერ მიღწეული შედეგი.


დუკანის დიეტის ფაზები
ფაზა 1 "შეტევა"
ეს ეტაპი ყველაზე ინტენსიურია წონაში კლების მხრივ. მენიუ, ძირითადად, ცხოველური ცილის პროდუქტისგან შედგება, ასევე, მოიცავს უცხიმო რძის პროდუქტსაც. ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჭარბ კილოგრამებზე: 20 კგ-მდე - 3-5 დღე, 20-30 კგ - 5-7 დღე, 30 კგ - 5-10 დღე. თუმცა, საერთო ჯამში, საწყისი პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 10 დღეს.


ნებადართული პროდუქტი შეტევის ფაზისთვის
  • 1.5 ს.კ. შვრიის ფანტელი დღეში;
  • მინიმუმ 1.5 ლ სუფთა წყლის მოხმარება გაზის გარეშე;
  • უცხიმო ძროხის, ხბოს, ცხენის, ქათმის, ინდაურის ხორცი, ხბოს ღვიძლი;
  • ზღვის პროდუქტი, თევზი (მოხარშული, ორთქლზე შებოლილი ან გრილზე მომზადებული)
  • კვერცხი;
  • რძის პროდუქტები ცხიმის დაბალი შემცველობით;
  • ნიორი, ხახვი;
  • საკვების შეზავება შეგიძლიათ ძმრითა და სანელებლებით.
დაუშვებელია ცელულოზის, ღორის, იხვის, ბატის ხორცისა და შაქრის მოხმარება.

ფაზა 2 "ჩანაცვლება"
ამ ფაზას ასე კვების პრინციპის გამო ეწოდება: 1 დღე ცილოვანი _ 1 დღე - ცილითა და ბოსტნეულით გაგაქვთ თავი.
ამ ეტაპის ხანგრძლივობა დამოკიდებულია "შეტევის" დროს დაკარგულ კგ-ებზე - 1 კგ = 10 დღე. გამოდის, რომ თუ პირველ ფაზაში 3 კგ დაიკელით, მეორე ფაზა 30 დღის მანძილზე უნდა დაიცვათ და ა.შ. ამ ფაზის მენიუ მოიცავს ყველა პროდუქტს წინა ფაზიდან, პლუს ბოსტნეული (მოხარშული, გამომცხვარი, მოთუშული).


ნებადართული პროდუქტი ჩანაცვლების ფაზაზე
  • 2 ს.კ. შვრიის ფანტელი დღეში;
  • მინიმუმ 1.5 სუფთა წყლის მოხმარება გაზის გარეშე;
  • ცილოვანი პროდუქტი წინა ფაზიდან;
  • პომიდორი, კიტრი, ყაბახი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა;
  • პარკოსანი ლობიო, ისპანახი, ბოლოკი;
  • ნიახური, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო;
  • 2 ნაჭერი შვრიის პური დღეში;
  • 1 ჩ.კ. კაკაო დღეში (რძით)
გააერთიანეთ აღნიშნული პროდუქტი, როგორც მოგესურვებოდეთ, დამატებითი სიამოვნებისთვის კი უნდა აირჩიოთ მხოლოდ ორი პროდუქტი. დაუშვებელია კარტოფილის, ბარდის, ოსპის, მარცვლეულის, მაკარონის, ლობიოს, წიწაკისა და ავოკადოს მიღება.

ფაზა 3 "შენარჩუნება"
ამ ეტაპზე რეგულირდება წონა, ორგანიზმი გადადის კვების ნორმალურ რეჟიმში. პერიოდის ხანგრძლივობა ანალოგიურია და დამოკიდებულია დაკლებულ კილოგრამებზე - 1 კგ=10 დღე.


ნებადართული პროდუქტი
  • 2.5 ს.კ. შვრიის ფანტელის მიღება დღეში;
  • მინიმუმ 1.5 ლ სუფთა წყლის მოხმარება გაზის გარეშე;
  • პირველი და მეორე ფაზის ყველა პროდუქტი;
  • ნებისმიერი ხილი ბანანის, ალუბლისა და ყურძნის გარდა;
  • უცხიმო სახეობის მაგარი ყველი - დღეში 40 გრამი;
  • კვირაში ორჯერ დაშვებულია მაკარონი, კარტოფილი, ლობიო, ბრინჯი და სიმინდი;
  • კვირაში ორჯერ საკვების ერთი მიღება შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი რამით - რასაც მოისურვებთ;
  • კვირაში 1 დღე უნდა იყოს მკაცრად ცილოვანი (პირველი ფაზის მიხედვით)
ფაზა 4 "სტაბილიზაცია"
ეს ფაზა მიმართულია დიეტიდან მსუბუქად გამოსვლის მიმართ და განეკუთვნება კვების სტილს, რომელიც ცხოვრების წესად უნდა აქციოთ. აქ შეზღუდვები არის, ოღონდ ძალიან უმნიშვნელო.

  • როგორც მანამდე, უნდა მოიხმაროთ მინიმუმ 1.5 ლ წყალი დღეში;
  • 3 ს.კ. შვრიის ფანტელის მოხმარება დღეში;
  • კვირაში ერთი დღე მხოლოდ ცილოვანი უნდა იყოს (პირველი ფაზის მიხედვით).
ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, კილოგრამები არასდროს დაბრუნდება! საკვებში აკრძალვა კრიტიკული არაა, რაც ამარტივებს კვების ამ სქემის დაცვას ხანგრძლივი დროის მანძილზე. გისურვებთ წარმატებს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.