» » » გახდით ჰერცოგინიას მსგავსად: გახდომის რეცეპტი ქეით მიდლტონისგან

გახდით ჰერცოგინიას მსგავსად: გახდომის რეცეპტი ქეით მიდლტონისგან

ქეით მიდლტონმა უკვე დიდი ხანია მოხიბლა მსოფლიო თავისი ბუნებრივი ხიბლითა და ლამაზი ფიგურით. ერთ-ერთი გამოკითხვის მონაცემებით, სწორედ კემბრიჯის ჰერცოგინია იქცა ბრიტანელებისთვის სხეულის ეტალონად. ასეთ ფიგურას იგი სპორტულ აქტივობასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს უმადლობებს. თუმცა, ჰერცოგინია გამოტყდა, რომ წლებთან ერთად, ამასთან, ფეხმძიმობის შემდეგ, მას უჭირს ფიგურის შენარჩუნება.

სწორედ ამიტომ, ფიზიკური სავარჯიშოების გარდა, ქეითმა დაგეგმა თავისი რაციონი, კონკრეტულად კი იცავს ეფექტურ, გასახდომ დიეტას.

დიეტა 4 ეტაპისგან შედგება. ექსპრეს-დიეტებისგან განსხვავებით, რომლებიც, როგორ ცნობილია, ხელს უწყობს სწრაფ გახდომას, თუმცა ვერ გინარჩუნებთ ფიგურას, ზემოხსენებული სისტემა ხელს გვიწყობს სხეულის მასის დიდი ხნით შემცირებაში.
Rchevebi.com-ის რედაქცია გაგაცნობთ ქეით მიდლტონის მშვენიერი ფიგურის საიდუმლოს. დიეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დასახულ მიზანზე.

მსუბუქი დიეტა:
პირველი ეტაპი - ცილოვანი
თქვენი მისიაა - გამორიცხოთ რაციონიდან ყველა პროდუქტი, რომელიც ნახშირწყალს შეიცავს. თუ 10 კგ-მდე წონის დაკლება გსურთ, ამ პერიოდს 3-5 დღე უნდა დაუთმოთ, თუ 10-ზე მეტი - 5-7 დღე, ხოლო თუ 25-ზე მეტი კგ-ს დაკლება გსურთ, დიეტა 8-10 დღის მანძილზე უნდა დაიცვათ. ამაში იგულისხმება წონა, რომელიც მთელი დიეტის მანძილზე უნდა დაიკლოთ.



ნებადართული პროდუქტების სიაში შედის შემდეგი საკვები: ქათმისა და მწყრის ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, ღვიძლი, თირკმლები, უცხიმო ლორი, რძემჟავის პროდუქტი და ხაჭო, ქათამი, ინდაური. მოამზადეთ მათგან სხვადასხვა კერძი, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ საკვებზე წიწაკის, მარილის, შაქრის ან ძმრის გამოყენება არაა ნებადართული. გამოიყენეთ ხახვი, ლიმონის წვენი, ნიორი. აუცილებლად უნდა მიირთვათ დღეში 1.5 ს/კ ქატო.

უარი უნდა თქვათ ხორცის ცხიმიან სახეობებზე(იხვის, ბატის, კურდღლის, ცხვრის, ღორის, ძროხისა და თხის ხორცი).



მეორე ეტაპი - "კრუიზი"
ამ პერიოდში უნდა იკვებოთ ბოსტნეულით, რომლებიც არ შეიცავს სახამებელს. აუცილებლად უნდა ჩაანაცვლოთ ბოსტნეულის დღეები ცილის დღეებით(პირველი ეტაპით). თუ გსურთ 10 კგ-ზე მეტი წონის დაკლება, ცილოვანი დღე ყოველი მეხუთე უნდა იყოს. თუ მხოლოდ 3-4 კგ-ს დაკლება გინდათ, საკმარისია მხოლოდ ბოსტნეულის 2 დღე.



დაშვებულია ბოსტნეული: კიტრი, ლობიო, სალათი, პომიდორი, ტკბილი წიწაკა, ისპანახი, თეთრთავა და ბრიუსელის კომბოსტო, სატაცური, გოგრა, რევანდი, ბროკოლი, კამა, ბოლოკი, ნიახური, ღოლო და ნიორი. რეკომენდებულია მათი მოთუშვა, მოხარშვა, გამოცხობა, ორთქლზე მომზადება ან უმად მირთმევა. ყველაფერი იგივეა - არავითარი შაქარი, მარილი ან წიწაკა.

მესამე ეტაპი - შედეგის შენარჩუნება
დროა, შედეგი შეინარჩუნოთ. ყოველ დაკლებულ კგ-ზე ამ პერიოდის 10 დღე უნდა გაატაროთ. რაციონი შედგება წინა ეტაპების პროდუქტისაგან - ისევ ჩაანაცვლეთ ბოსტნეულისა და ცილის დღეები. ყოველდღე მიირთვით ხილი, გარდა ალუბლის, ბანანისა და ყურძნისა, 2 ნაჭერი პური და 40 გ ყველი. ამას გარდა, კვირაში ორჯერ შეგიძლიათ მიირთვათ სახამებლიანი ბოსტნეული - ბარდა, კარტოფილი, ლობიო და მაკარონიც კი.



კვირაში ორი დღე, საკვების ერთი მიღების სანაცვლოდ შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი საყვარელი საკვები(ყურადღება მიაქციეთ ულუფას). ერთადერთი აუცილებელი პირობაა - ყოველდღე მიირთვათ 2.5 ს/კ ქატო.

მეოთხე ეტაპი - სტაბილიზაცია
სასურველი შედეგის მიღების შემდეგ დიეტა სწორად უნდა შეწყვიტოთ. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი პროდუქტი, ოღონდ პატარა ულუფებად. გარდა ამისა, აუცილებელია, კვირაში ერთი დღე მხოლოდ ცილოვან საკვებს მიუძღვნათ პირველი ეტაპიდან. ყოველდღიურად მიირთვით 3 ს/კ შვრია და არ დაგავიწყდეთ სითხის მიღებაც.



დიეტის დროს აუცილებელია დღეში 1.5-2 ლ სითხის მიღება. ეცადეთ, მეტი იმოძრაოთ სუფთა ჰაერზე, გამოიძინოთ კარგად(8-9 საათით). რაც მეტხანს გძინავთ, მით ნაკლებ საკვებს ითხოვს ორგანიზმი. არ დაგავიწყდეთ, რომ დიეტის პერიოდში უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე. თუ დიეტის დროს დაარღვიეთ ეს პირობა მხოლოდ ერთხელ, ნუ იდარდებთ, მშვიდად გააგრძელეთ იგი.



მესამე ფეხმძიმობის შემდეგ, ქეითმა ძროხის რძე ნუშის რძით ჩაანაცვლა. ტკბილეული კი - უმი დესერტებით. განსაკუთრებული ადგილი მის "ტკბილეულში" არომატულ კანტალუპურ ნესვს უჭირავს.

დიეტა ხანგრძლივია, თუ 10 კგ-ზე მეტ წონას იკლებთ. თუმცა, მხოლოდ ასე შეგიძლიათ გახდომა ისე, რომ ჯანმრთელობას არ ავნოთ. მთავარია, სწორი მოტივაცია და დადებითი განწყობა გქონდეთ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.