» » ქეით მიდლტონის საიდუმლო: მისი კაბები ქარში არ ფრიალებს, ფეხსაცმელი - ფეხებს არ სტკენს

ქეით მიდლტონის საიდუმლო: მისი კაბები ქარში არ ფრიალებს, ფეხსაცმელი - ფეხებს არ სტკენს

ქეით მიდლტონი ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება. მისი ჩაცმულობა იდეალურადაა შერჩეული და ლამაზად გამოკვეთს ფიგურას. შლაპები და ფეხსაცმელი ხომ ცალკე ისტორიაა. კემბრიჯის ჰერცოგინიას უამრავი ფეხსაცმელი აქვს და მათ გონივრულად იყენებს.

ქეითს, როგორც ნებისმიერ ქალს, თავისი ეშმაკობები აქვს, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, გამოიყურებოდეს შეუდარებლად. იგი თავის ხრიკებს გვიზიარებს.



ქეით მიდლტონის კაბა
იმისათვის, რომ კაბა ქარში არ აფრიალდეს, როგორც მერლინ მონროს ცნობილ კინო-სურათშია, ქეითი კაბის ქვეშ იცვამს ელექტრიფიკაციის თვისების მქონე ბოდის. ბოდისა და კაბის ქსოვილის ხახუნი ქმნის სტატიკურ ელექტრობას. ამიტომაც, ჰერცოგინიას ტანსაცმელი, პირდაპირი გაგებით, ეწებება ფეხებზე.



ქეითის გამოგონება ახალი სიტყვაა სამეფო ოჯახისთვის. ელიზაბედ II-ისგან განსხვავებით, რომელიც კაბას აკერებს სპეციალურ მომჭერებს, მიდლტონი უფრო თანამედროვე საშუალებას ირჩევს ელეგანტურობისთვის. ამასთან, არანაირად არ არღვევს სამეფო ეტიკეტს.



ნებისმიერ შემთხვევაში, პაპარაცი ვერ შეძლებს ქეითის საცვლების დაფიქსირებას, რადგან როცა არსებობს საცვლების გამოჩენის რისკი, იგი იცვამს ხორცისფერ კომბიდრესს.



ქეითის ფეხსაცმელებს, ძირითადად, მაღალქუსლიანები წარმოადგენს. გასაოცარია, მაგრამ იგი მაღალ ქუსლებზე მშვენივრად იკავებს თავს, ფეხები ფეხსაცმელში სწორი ჩანს, სიარული - გრაციოზული.

ჰერცოგინიას ამ შემთხვევაშიც აქვს პატარა საიდუმლო. იმისათვის, რომ ფეხსაცმელებმა ფეხი არ ატკინოს, იგი იყენებს სპეციალურ ტყავის საფენებს, რომლებიც ფეხის ზომის მიხედვითაა შეკერილი, ფიქსირდება ნებისმიერ ფეხსაცმელში და ამარტივებს სიარულს.



მას მუდმივად უხდება კოლგოტების ჩაცმა - ეტიკეტის გამო. ქალებმა იციან, როგორ სრიალებს ისინი, განსაკუთრებით, როცა ფეხები ოფლიანდება. როგორ ახერხებს ქეითი მათ შეჩერებას?



ესეც მარტივია - კოლგოტის ძირებს ამაგრებენ სილიკონის ზოლებს. ამის გაკეთება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ, თუ კოლგოტებს გაუკეთებთ მოცურებისსაწინააღმდეგო გელს, რომელსაც, ჩვეულებრივ, ბავშვის წინდებს ამაგრებენ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.