ქათმის რულეტი ღუმელში გამომცხვარი
ეს რეცეპტი იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, როცა მომზადების დრო ძალიან ცოტა გაქვთ. შიგთავსის ცვლილება ან მის გარეშე გამოცხობა შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით ექსპერიმენტი გააკეთოთ.
სახლში მომზადებული ქათმის რულეტი მაღაზიაში ნაყიდ ძეხვს ბევრად სჯობს! ის უფრო რბილი და წვნიანი გამოდის ხორცის ქათმის კანში მომზადების წყალობით. მოსამზადებლად იყენებენ ხორცს, რომელიც მთელი ქათმისგან არის ამოჭრილი. ფრთები, ძვლები და ჩონჩხი შეგიძლიათ ბულიონისთვის გამოიყენოთ - არაფერი დაიკარგება!
ინგრედიენტები
- 1 ქათამი დაახლოებით 2 კგ
- მარილი გემოვნებით
- 1 ჩ/კ ნებისმიერი სანელებლის ნარევი
- 1 კბილი ნიორი
- 600 გრ შამპიონი ან სხვა სოკო
- 1 ბულგარული წიწაკა
- 1 თავი ხახვი
- 100 გრ გასუფთავებული ბუსტუღი
- მწვანილი
- 30 მლ მცენარეული ზეთი შესაწვავად
რულეტის მომზადება კანის მოშორებით დაიწყეთ: კანი ფრთხილად მოაშორეთ, შემდეგ კი რბილი ხორცი ძვლებისგან გაათავისუფლეთ.
თუ უფრო დიეტური კერძის მომზადება გსურთ, მხოლოდ ქათმის ფილე და ქათმის სხვა ნაწილის კანი გამოიყენეთ. მე, მაგ., პერიოდულად ზედმეტ კანს ვყინავ, ხოლო როცა საჭირო რაოდენობა შეგროვდება შესანიშნავ ქათმის ფილის რულეტს ვაკეთებ.
მომზადება.
1. ქათმის კანი და ხორცი ნებისმიერი მეთოდით მოამზადეთ. მთავარია, რომ კანი მაქსიმალურად მთელი დარჩეს.
2. ქათმის ხორცი დააქუცმაცეთ მცირე ნაჭრებად, მარილი და სანელებლები მოაყარეთ, ნიორი დაუმატეთ და აურიეთ. 15 წუთით დასამარინებლად გააჩერეთ.
3. ამ დროის განმავლობაში ტაფაზე წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა და სოკო შეწვით. როცა ზედმეტი სითხე აორთქლდება, ხორცი სანელებლებთან ერთად დაუმატეთ და კიდევ 10 წუთი ტაფაზე მოამზადეთ.
4. ზედმეტი სითხე გადაასხით და შიგთავსი გააგრილეთ.
5. გაგრილებული ხორცი ბუსტუღს, მწვანილის აურიეთ და ქათმის კანში შეახვიეთ. შიგთავსი რომ რულეტიდან არ გამოვიდეს, ძაფი გადაახვიეთ და ბოლოები კარგად შეკარით. კანის ნაწილებისგან მცირე ზომის ქათმის რულეტის მომზადება შეიძლება.
6. რულეტი ფოლგაში შეახვიეთ და 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 50 წუთით აცხვეთ.
7. დროის გასვლის შემდეგ მზა კერძი გამოიღეთ და გააგრილეთ, ისე რომ არ გახსნათ. უმჯობესია თუ მაცივარში შედებთ, რომ რულეტმა საჭირო ფორმა მიიღოს.
8. სუფრაზე გატანამდე ფოლგა და ძაფი მოხსენით. რულეტი დიდი ზომის თეფშზე დაჭერით. გემრიელად მიირთვით!
თქვენ როგორ ამზადებთ ქათმის რულეტს შიგთავსით? დაწერეთ კომენტარებში მომზადების თქვენეული რეკომენდაცია. აუცილებლად მაღაზიის ნახევარ ფაბრიკატის ჩანაცვლების საუკეთესო ალტერნატივა მეგობრებს გაუზიარეთ - აჩვენეთ მათ რულეტის რეცეპტი!