ხოდა, მეც მაქვს ჩემი საყვარელი გადამრჩენი კერძები. მათ შორის ერთ-ერთი ქათმის კუჭებია მარინადში. ბევრი თვლის, რომ ქათმის კუჭისგან გემრიელს ვერაფერს მოამზადებს, მაგრამ ძალიანაც ცდებიან!
ამ პროდუქტის მოხმარება დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ამასთან, მათი კალორიულობა საკმაოდ დაბალია (100 გ 130-170 კკალ), ამიტომ, ისინი დიეტური პროდუქტის რიცხვს მიეკუთვნება.
ეს რეცეპტი დედამთილისგან ვისწავლე. სოიოს სოუსში დამწნილებული კუჭები ცხარე და გემრიელი გამოდის, მომზადების პროცესს კი სკოლის მოსწავლეც გაუმკლავდება.
როგორ მოვამზადოთ ქათმის კუჭები
რჩევების რედაქცია გთავაზობთ ქათმის კუჭების უგემრიელეს რეცეპტს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში დგაეხმარებათ.
ინგრედიენტები
- 700-800 გ ქათმის კუჭი
- 2 თავი ხახვი
- 5 კბილი ნიორი
- 50 გ ძმარი
- 50 გ სოიოს სოუსი
- 0.5 ჩ.კ. შაქარი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
- 5-6 ღერო კამა
- დასაწყისისთვის უნდა მოიხარშოს კუჭები მარილიან წყალში სრულ მომზადებამდე (დაახლოებით საათნახევარი). აცადეთ კუჭებს გაგრილება.
- გაცივებული კუჭები დაჭერით თხელ ნაჭრებად.
- დაჭერით ხახვი რკალებად. მოათავსეთ ღრმა თეფშში და მოასხით ძმარი. გააჩერეთ ხახვი ასე 30 წუთით, პერიოდულად მოურიეთ.
- ნიორი დაჭყლიტეთ ან დაჭერით წვრილად. კამა გარეცხეთ და დაჭერით.
- მოსახერხებელ ჭურჭელში მოათავსეთ ყველა მომზადებული ინგრედიენტები. შეაზავეთ სოიოს სოუსითა და სანელებლებით გემოვნებით. კკარგად მოურიეთ.
- შედგით მაცივარში მთელი ღამით, რათა კუჭებმა კარგად შეიწოვოს სოუსი.
- კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით!