» » » ნუშურა ჯირკვლების ანთების დროს, ეს რეცეპტები ნამდვილად გარგებთ

ნუშურა ჯირკვლების ანთების დროს, ეს რეცეპტები ნამდვილად გარგებთ

ტონზილიტი (გლანდების ანთება) არის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება. ძირითადად გამოწვეულია ვირუსული ინფექციებით, თუმცა, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიულმა ინფექციებმაც.

ტონზილიტის დროს:

ერთმანეთში აურიეთ:
  • 10 გრ დიდი კამის ნაყოფი, 20 გრ მარწყვბალახა, 25 გრ ალთეს ფესვი, 25 გრ მუხის ქერქი და 25 გრ სალბის ფოთოლი;

  • 30 გრ ჟოლოს ფოთოლი, 35 გრ ვირისტერფა, 35 გრ სალბის ფოთოლი;

  • 15 გრ ევკალიპტის ფოთოლი, 20 გრ სალბის ფოთოლი, 10 გრ გვირილის ყვავილი, 10 გრ პიტნის ფოთოლი, 15 გრ ფიჭვის კვირტი, 20 გრ კულმუხოს ფესვი, 10 გრ ბეგქონდარას ბალახი;

  • 20 გრ ევკალიპტის ფოთოლი, 15 გრ კალენდულას ყვავილი, 10 გრ გვირილის ყვავილი, 10 გრ ბეგქონდარას ფესვი, 10 გრ ძირტკბილას ფესვი, 20 გრ ცაცხვის ყვავილი და 15 გრ ფარსმანდუკის ბალახი;

  • 20 გრ ორკბილას ბალახი, 65 გრ ცაცხვის ყვავილი, 15 გრ ავშანის ბალახი.

    ნებისმიერ ნარევს დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, ნახევარი საათით გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ.

  • ყელის ტკივილს არჩენს წითელი ღვინოსა და შაქრის ნაყენი, აგრეთვე - დინდგელი, რომელიც კევივით უნდა ღეჭოთ.

  • ტონზილიტის სამკურნალოდ გამოგადგებათ თეთრი ხახვიც. ეს მცენარე შეიცავს ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, ორგანულ მჟავებს, B1, B2, B5 ვიტამინებს, ფიტონციდებს, კალციუმის მარილებს, ფოსფორს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ 1 ჩ/კ ახალგამოწურული წვენი.

  • ყელში გამოსავლებად კარგია მოცვის ნახარში: 100 გრ გამომშრალ ნედლეულს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი და ადუღეთ, სანამ 0,3 ლიტრამდე არ დავა.

  • ნუშურა ჯირკვლების ანთების დროს გარგებთ სალბის ფოთლის ნაყენიც:4 ჩაის კოვზს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. თბილი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ გამოივლეთ ყელში.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.