» » » ხალხური რეცეპტები, რომლებიც გაგანთავისუფლებთ ნებისმიერი სახის გასტრიტისგან

ხალხური რეცეპტები, რომლებიც გაგანთავისუფლებთ ნებისმიერი სახის გასტრიტისგან

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ფორმას. მწვავე გასტრიტი ტკივილით, სისხლდენითა და სხვა სიმპტომებით გამოიხატება. მწვავედ მიიჩნება პროცესი, რომლის დროსაც დაავადება ახლად განვითარებულია და ის რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, მაშინ როცა ქრონიკული პროცესის დროს დაავადება თვეები და წლები გრძელდება.

მკურნალობა ხალხური რეცეპტებით:
  • გასტრიტის ნებისმიერი ფორმის დროს სასარგებლოა შემდეგი მცენარეები: მარწყვი, ხურტკმელი, ძახველი, შინდი - დააყენეთ და დალიეთ როგორც ჩაი.

  • მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს შემდეგ საშუალებებს იყენებენ:
    ბერულას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი და გააჩერეთ 1 საათით. მიიღეთ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი - 2 თვე.

  • აიღეთ კრაზანა - 30 გრ, გვირილას ბალახი - 30 გრ, ფარსმანდუკის ბალახი - 30 გრ, ქრისტესისხლას ბალახი - 10 გრ. ყველა კომპონენტი აურიეთ. 2 ს/კ ნარევს დაასხით 2ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ განმავლობაში. მიიღეთ 2/3 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

  • აიღეთ წითელი მოცვის ფოთოლი - 40 გრ, წყლის სამყურას ფოთოლი-140 გრ, თავშავას ბალახი - 60 გრ, მარწყვის ფოთოლი - 40 გრ, სელის თესლი - 40 გრ, ხარისჩლიქას ფოთოლი -80 გრ, პიტნის ფოთოლი - 40 გრ, მრავალძარღვას ფოთოლი- 60გრ, გვირილას ყვავილი -40 გრ, კვლიავის ნაყოფი -20 გრ, სვიის ნაყოფი - 20 გრ, ქრისტესისხლას ბალახი - 60 გრ, სალბის ბალახი - 80 გრ. ყველაფერი კარგად აურიეთ. საღამოს 2-3 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, მოათავსეთ თერმოსში. მეორე დილით დალიეთ თბილი ნაყენი მთლიანად 3 მიღებაზე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. 2-3 ს/კ ნარევს თერმოსში შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ს/კ ასკილი.

  • აიღეთ კატაბალახას ფესურა და ფესვი - 2 წილი, ძირტკბილას ფესურა - 3 წილი, თხაწართხალას ფოთოლი და ყვავილი - 3 წილი, პიტნის ფოთოლი - 4 წილი, ჟოლოს ფოთოლი - 2 წილი, კვლიავის ნაყოფი - 2 წილი, ასკილის ნაყოფი - 2 წილი, მატიტელას ბალახი - 3 წილი, კრაზანას ბალახი - 4 წილი, ბერულა - 6 წილი, ქრისტესისხლას ბალახი - 1 წილი, ფარსმანდუკის ყვავილი - 2 წილი. 2 ს/კ ნარევი მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 0,5 ლ მდუღარე 3/4 ჩ/ჭ თბილი ნაყენი, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი - 1,5-2 თვე, შესვენება - 10 დღე.

  • დალიეთ ასკილის ნაყოფის ნაყენი, ჭარხლის წვენი და მიირთვით უმი ჭარხალი.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.