აღსანიშნავია რომ ჭარბი წონა ხშირად ამა თუ იმ ჩივილის მიზეზი შეიძლება იყოს. ჭარბი წონა ხომ გულსა და სისხლძაღვებთან ერთად ძვალსახსროვან სისტემასაც უამრავ პრობლემას უქმნის. ამ პრობლემათაგანია მუხლის, კოჭ-წვივის სახსრის, ტერფის პათოლოგიები, ქვედა კიდურების ტკივილი და სისუსტე. ამ და სხვა ჩივილების აღმოსაფხვრელად წონის დაკლება ხშირად უმთავრესი პირობაა.
- აიღეთ არყის ხის კვირტი - 50 გრ. პიტნის ფოთოლი - 3 ს/კ, სიმიდნის ულვაში - 6 ს/კ, ცაცხვის ყვავილი - 1 ს/კ, ძირტკბილას ფესვი - 3 ს/კ, კატაბალახას ფესვი - 1 ჩ/კ, შვიტა - 2 ს/კ, ოხრახუშის ფოთოლი - 3 ს/კ. 5 ს/კ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში ღამის განმავლობაში. მიიღეთ 1 ჩ/ჭ ნაყენი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. აუცილებლად, ძილის წინ გაიკეთეთ ოყნა. ერთი თვის განმავლობაში არა მარტო შეგიმცირდებათ წონა, არამედ გაუმჯობესდება კანის მდგომარეობა, ძილი, იგრძნობთ ძალების მომატებას და კარგ გუნება - განწყობილებას.
- 1 ს/კ თაფლი გახსენით 0,5 ჩ/ჭ ცივ წყალში, დალიეთ უზმოზე და 2 საათი არაფერი ჭამოთ. ჭამამდე 2 საათით ადრე კვლავ დალიეთ თაფლის ხსნარი. თაფლი მიიღეთ ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ გააკეთეთ 2-კვირიანი შესვენება და კვლავ გაიმეორეთ კურსი.
- აიღეთ ოროვანდის ფესვი - 20 გრ, თავშავას ბალახი - 20 გრ, წყლის სამყურას ფოთოლი - 20 გრ, სელის თესლი - 20 გრ, ძიძოს ბალახი - 20 გრ, ანისულის ბალახი -20 გრ, დიდკამა - 20 გრ, 2 ს/კ. ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ. მდუღარე წყალი, აადუღეთ. დაახურეთ და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ სამ ჯერზე. მიიღეთ ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.
- აიღეთ ბეგქონდარას ბალახი - 2 წილი, ძირტკბილას ფესვი - 2წილი, პიტნის ფოთოლი - 1 წილი, დიდგულას ყვავილი - 1 წილი, გვირილას ყვავილი - წილი, ცაცხვის ყვავილი - 1 წილი. 2-3 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, მოათავსეთ თერმოსში ღამის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- აურიეთ ფარსმანდუკის ახალგამოწურული წვენი და თაფლი თანაფარდობით 1:1. მიიღეთ 2 ჩ/კ 3-ჯერ დღეში.
- აიღეთ ნიახურის წვენი - 1წილი, თაფლი - 1 წილი. მიიღეთ 2 ს/კ ნარევი 2-ჯერ დღეში.
- აიღეთ ხეჭრელის ქერქი - 2 წილი, ფარსმანდუკის ბალახი - 2 წილი, ღვიის ნაყოფი - 1 წილი, სიმინდის ულვაში - 5 წილი. 2 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ ღამის განმავლობაში თერმოსში, მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში.
- მადის შემცირების მიზნით მიიღეთ შემდეგი ნარევი: სელის თესლი - 20 გრ, ჭინჭრის ფესვი და ფოთოლი - 20 გრ, აბზინდას ბალახი - 20 გრ, ხეჭრელის ნაყოფი - 20 გრ, დააყენეთ და დალიეთ როგორც ჩაი.