» » » მალიშევის დიეტა 40 წელს ზემოთ ქალებისთვის: 45 წლის ასაკში მეტაბოლიზმი შემინელდა, ცხიმი გვერდებში დამიგროვდა. 

მალიშევის დიეტა 40 წელს ზემოთ ქალებისთვის: 45 წლის ასაკში მეტაბოლიზმი შემინელდა, ცხიმი გვერდებში დამიგროვდა. 

40 წლის შემდეგ ზედმეტი წონა სწრაფად გროვდება? ამას ობიქტური მიზეზი აქვს. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ორგანიზმი ასაკის მატებასთან ერთად ბერდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა პროცესი ნელდება. 

ჰორმონალური ფონი არასტაბილური ხდება, მენოპაუზის პირველი ნიშნები ჩნდება, კუნთის და ძვლის მასა მცირდება, ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება. 

შენელებული მეტაბოლიზმის გამო, ბევრი ის პროდუქტი, რომელთაც ადრე სიხარულით და აქტიურად ამუშავდება, ახლა უკვე გვერდებში აგროვებს. რა უნდა გავაკეთოთ?

გამოსავალი არსებობს: დაიცავით წესები, რომლებიც ექიმმა ელენე მალიშევომმა შეადგინა. მათი შესრულებით 40, 50 და 60 წლის ასაკშიც კი შეიძლება მოხდენილი იყოთ. 

მსუბუქი დიეტა

1. ენდოკრინოლოგთან გამოკვლევა

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მუშაობა შეამოწმეთ, ასაკთან ერთად ისინი უარყოფითად ფუნქციონირებას იწყებს. ეს ჰორმონები ნივთიერებათა ცვლის პროცესზე არიან პასუხისმგებელნი. თუ დარღვევა გაქვთ, მკურნალობის კურსი გაიარეთ. 



2. ჰორმონალური ფონი შეამოწმეთ

თუ დიეტას იცავთ, მაგრამ წონას მაინც ვერ იკლებთ, ეს იმას ნიშნავს რომ ჰორმონალური ფონი დარღვეული გაქვთ. კლიმაქსური ცვლილებები პროგესტერონის დონის შემცირებაზე გავლენას ახდენს, უსისტემოდ ესტროგენის შემცირება ინსულინს და სისხლში გლუკოზის დონის რეგულირების სირთულეს იწვევს. 



3. ნაწლავების მუშაობა დაარეგულირეთ

ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები გამოდევნეთ, რომლებიც ნაწლავებში გროვდება და მავნე და უსარგებლო ტვირთს ქმნის. საკვები სისტემის გაწმენდა სამდღიანი დეტოქს დიეტით არის შესაძლებელი. 



4. კვების სისტემა შეცვალეთ

აქ საქმე თავად დიეტას ეხება. ეს არა იმდენად დიეტაა, რამდენადაც ცხოვრების წესი. 

კალორიების დღიური მოხმარება 30%-ით უნდა შეამციროთ, ასევე ცხიმოვანი წარმოშობის, სწრაფი ნახშირწყლები და შაქრის მოხმარება მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ. იკვებეთ დროულად, დღეში 4-6-ჯერ. საუზმე არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ. 

წახემსება მსუბუქი სალათის ან ცილოვანი კოქტეილისგან უნდა შედგებოდეს. ხილი და ტკბილეული დღის პირველ ნახევარში მიიღეთ, მთავარი საკვები სადილის დროს, ცხიმოვანი საკვების საღამოს მიღებას მოერიდეთ. 

მკაცრი დიეტა, რომელიც ცხიმების და ნახშირწყლების სრულ გამორიცხვას გულისხმობს, უკუჩვენებულია. ამან შეიძლება ნივთიერებათა ცვლის პროცესის შეუცვლელად დაარღვიოს. თუ გსურთ ცხიმოვანი ცილების გამორიცხვა, რაციონში კვერცხი მაინც დატოვეთ. 



ცარიელი კუჭით დაძინება არ შეიძლება. თუ საკვების ზომა საკმარისი იქნება, ღამე ცხელი რძის დალევა შეგიძლიათ. ის ნერვულ სისტემას ამშვიდებს და შიმშილის გრძნობას აოკებს. 

თუ ამას ყველაფერს შეასრულებ, დიეტის შედეგი თქვენ გაგაოცებთ. 



5. წყლის ბალანსი დაიცავით

წყალი ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის აუცილებელია, ასევე კანისთვის, რომელიც ასაკთან ერთად სულ უფრო ნაკლებად ტენიანდება. დღეში დაახლოებით 2 ლიტრა წყალი დალიეთ. როცა წყლის ბალანსი ნორმაში, ცხიმებიც სწრაფად იწვება. 



6. უძილობა მოიშორეთ

40 წლის შემდეგ ორგანიზმი დღის რეჟიმის დარღვევაზე ძალიან ცუდად რეაგირებს. უძილობა ორგანიზმში წყლის შეკავების, ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევის და თვალების ქვეშ სიშავეების მიზეზია. ძილი სრულყოფილი და ღამის უნდა იყოს: მაქსიმუმ 12 საათზე დაიძინეთ და მინიმუმ 7 საათით იძინეთ. 



მაშინაც კი თუ კვების რეჟიმს იცავთ, ორგანიზმი შლაკებიდან გაწმინდეთ, საკმარისი რაოდენობის სითხეს ღებულობთ, დღის რეჟიმი დაარეგულირეთ, ჰორმონალური ფონი შეამოწმეთ, ფიზიკური აქტივობა არ დაგავიწყდეთ. თუნდაც მსუბუქი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა პრობლემა უკან დაგიბრუნდებათ. სილამაზეს აქტიური ადამიანები უყვარს. 

სასარგებლო რჩევები მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ, დაე მათ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნონ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.