კრემი "ბორო პლუსი"
იგი ნამდვილად უნივერსალურია - მისი მოქმედების სფერო გაგიტაცებთ. მე, პირადად, ყველაზე ხშირად ვიყენებ ანტისეპტიკის სახით, იგი ძალიან სწრაფად ახორცებს ჭრილობებს ბავშვებსა და მოზარდებში. თუმცა ეს მისი შესაძლებლობების მხოლოდ მიზერული ნაწილია.
როგორ გამოვიყენოთ "ბორო პლუსი"
- სახის კანის სიმშრალისა და აქერცვლის წინააღმდეგ
მშრალი სახის კანისთვის უკეთესი მოვლა არ არსებობს! კრემი შესანიშნავად ებრძვის აქერცვლას, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. მისი გამოყენება შეიძლება, როგორც გამაჯანსაღებელი საშუალება კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ: სხვადასხვა პილინგის თუ წმენდის დასრულებისას. - ხელის კანის დაცვა
კვებავს ხელის კანს, უვლის ნუნებს, არბილებს მათ. - პრობლემური კანის, აკნესა და მუწუკების მკურნალობა
მალამო ძალიან ცხიმიანია, თუმცა ეს ნუ შეგაშინებთ. იგი უნდა წაისვათ თხელ ფენად ღამით, ზედმეტი ცხიმი მოიშოროთ ხელსახოცით, კურკუმა, კალგანი, ალოე - ეს ბუნებრივი კომპონენტები კანის ნებისმიერ ნაკლოვანებას გაუმკლავდება. - დახეთქილი ტუჩების შეხორცება და ჰერპესის მკურნალობა
მალამო შეახორცებს დახეთქილ ტუჩებს ძალიან სწრაფად. იგი ეფექტურია ჰერპესის მკურნალობის დროსაც კი. ტუჩებს ჩუქნის გასაოცარ სირბილეს, ძალიან კარგად ატენიანებს მათ. - დამწვრობის მკურნალობა
"ბორო პლუსი" შეუცვლელია დამწვრობის დროსაც! არა მხოლოდ კანს აღადგენს, არამედ ხსნის ტკივილსაც, ამშვიდებს ეპიდერმისს. სანდლის ხე კრემის შემადგენლობაში ეფექტურია სწორედ დამწვრობების დროს. - პარსვის შემდგომი გაღიზიანებისა და ალერგიის ჩაცხრობა
არავითარი გამონაყარი და სიწითლე! ერთ ღამეში იგი მოგაშორებთ მსგავს უსიამოვნებებს. - ქუსლებზე ნახეთქების წინააღმდეგ
ქუსლები გასაოცრად რბილი იქნება, თუ ყოველ საღამოს მათ "ბორო პლუსს" შეაზელთ. გარდა ამისა, მალამოს სოკოსსაწინააღმდეგო ეფექტიც აქვს!
მწვანე "ბორო პლუსი" კი უფრო მსუბუქია კონსისტენციით, ამიტომ უხდება პრობლემური კანის მკურნალობას, არ გამოირჩევა ცხიმიანობით. სულ ესაა მთელი განსხვავება მათ შორის!