"რჩევების" რედაქცია გთავაზობთ გარეგნული მხარის გასაუმჯობესებლად მისაღებ საშუალებებს, რომლებიც ეფექტურად მოქმედებენ და გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. აფთიაქის სილამაზე თეთრებად!
სილამაზის საშუალებები აფთიაქიდან
1. რეტინოვის მალამო
მთავარი აქტიური ნივთიერება - A ვიტამინი. ამშვიდებს, გაღიზიანებას და სიწითლეს ხსნის, პრობლემური კანის მკურნალობაში ხელს გიწყობთ და სახეს შესამჩნევად აახალგაზრდავებს. რეკომენდებულია ღამით წასმა ან ნიღბის სახით გამოყენება, საკმარისია სქელი ფენა 30 წუთით გაიჩეროთ.
2. რძის მჟავას პილინგი
"ჰილაკ ფორტეს" წვეთები 90% რძის მჟავას შეიცავს.ზედაპირული პილინგის ჩასატარებლად შესანიშნავია, კანს გლუვს და ნათელს გახდის. წვეთების გამოყენება მგრძნობიარე კანის ადამიანებს და პილინგის სხვა სახეობებზე ალერგიის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ.
3. E ვიტამინი
იდეალური საშუალება ფეხების და ფრჩხილების მოსავლელად. ასევე რეკომენდებულია ფრჩხილის ფირფიტაზე კაფსულის შემადგენლობის წასმა მის გასაძლიერებლად და უკეთესი ზრდისთვის.
4. აქტივირებული ნახშირი
შესანიშნავი კბილების მათეთრებელი საშუალება! რამდენიმე ტაბლეტი დაფშვენით და კბილები გაიხეხეთ. ღიმილი უკვე პირველი გამოყენების შემდეგ უფრო ნათელი გახდება!
5. ძირტკბილას ფესვების სიროფი
ნამდვილად ეფექტური საშუალება პიგმენტების წინააღმდეგ! კანის ფერს ათანაბრებს, შესანიშნავად ათეთრებს.