» » » ამ ციტრუსების ეთერზეთები აწესრიგებს, აჯანსაღებს და ტოქსინებისგან წმენდს ყველა ტიპის კანს.

ამ ციტრუსების ეთერზეთები აწესრიგებს, აჯანსაღებს და ტოქსინებისგან წმენდს ყველა ტიპის კანს.

ციტრუსის ქერქში უხვადაა ეთერზეთები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოჯახის მცენარეთა ზეთები ფართოდ იწარმოება და ადვილად ხელმისაწვდომია. ეს ეთერზეთები აწესრიგებს, აჯანსაღებს და ტოქსინებისგან წმენდს ყველა ტიპის კანს.

ფორთოხალი

აღადგენს და იცავს კანს.
კანის მოვლის საშუალებებში გამოყენებისას ფორთოხლის ეთერზეთი აუმჯობესებს კოლაგენის გამომუშავებას და კანის აღდგენას უწყობს ხელს. ეს სამკურნალო თვისებები მასში არსებული ანტისეპტიკის, ლიმონენის დამსახურებაა. ახლად დაწურული ფორთოხლის წვენი სავსეა კოლაგენის ხელშემწყობი C ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით. მისი ყოველდღიური დალევა კანს აჯანსაღებს.

კანის მატონიზირებელი.
სევილიური (მწარე) ფორთოხლის ფოთლებისა და ყლორტებისგან პეტიტგრეინის ზეთი, ხოლო ყვავილებისგან ნეროლის ზეთი იწარმოება. ორივე კანის მატონიზირებელია. ფორთოხლის გაუზავებელი წყლით გაიწმინდეთ სახე.

წმენდს ორგანიზმს.
მასაჟისთვის ფორთოხლის ეთერზეთს შეურიეთ სხვა რომელიმე ზეთი. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ლიმფურ სისტემას, შარდის ბუშტსა და თირკმელს. ამავე დროს ორგანიზმს შხამებისგან წმენდს.

ამაღლებს განწყობას.
ზეთს მოტკბო და გამახალისებელი სურნელი აქვს, რაც ორგანიზმს სძენს ენერგიას და აცოცხლებს.

მანდარინი და ტანჟერინი

ცხიმიანი კანის მომვლელი.
მანდარინისა და ტანჟერნის ეთერზეთის შემკვრელი ეფექტი აქვს და რეკომენდებულია ცხიმიანი კანისა და აკნეს წინააღმდეგ.

კანის მატონიზირებელი.
ორივე ციტრუსის ზეთი ტანის კრემებსა და სამასაჟე ზეთებში სტრიების სამკურნალოდ და მოშვებული კანის (განსაკუთრებით წონაში კლების შემდეგ) ტონუსში მოსაყვანად გამოიყენება.

წმენდს ორგანიზმს.
მასაჟის დროს სხვა ზეთთან კომბინაციაში მანდარინისა და ტანჟერნის ზეთები ორგანიზმს ლიმფური სითხისგან წმენდს.

ამაღლებს განწყობას.
ციტრუსის ზეთებში მანდარინს ყველაზე ტკბილი არომატი აქვს. იგი ნაზი და დამაწყნარებელია. ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და განსაკუთრებით ჭირვეული ბავშვებისა და ორსული ქალებისთვისაა სასარგებლო. თუ მცირედი გულისრევის შეგრძნება გაქვთ, მანდარინი კუჭს დაგიმშვიდებთ. ტანჟერინს მსუბუქი, მოტკბო, ციტრუსისებრი არომატი და მსგავსი სამკურნალო თვისებები აქვს.

ბერგამოტი

კანის მატონიზირებელი.
ბერგამოტის ზეთი კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვისაა რეკომენდებული. იგი მათ აწესრიგებს. ბერგამოტი შეიცავს ბერგაპტეინს, რომელიც მზით დამწვრობის რიკს ზრდის. ასე რომ, გამოიყენეთ ისეთი ზეთი, რომელშიც ბერგაპტენი არ შედის. კანის მოვლის საშუალებებში შემავალი ბერგამოტის ზეთი სასარგებლოა ყველა ტიპის კანისთვის.

ანტისეპტიკი.
ზეთს ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. გააზავეთ სხვა ზეთში და მსუბუქად წაისვით ტუჩის ჰერპესსა და აკნეზე.

ამშვიდებს კანს.
ბერგამოტის ზეთი ამშვიდებს მშრალ და გაღიზიანებულ კანს და აუფერულებს ნაირევს.

ამაღლებს განწყობას.
ამ ციტრუსს ძალიან მჟავე ნაყოფი და სურნელოვანი ქერქი აქვს. ნაყოფი გამოიყენება ჩაი Earl Grey - სთვის უნიკალური არომატის მისაცემად. არომათერაპიაში ცნობილია, როგორც დამაბალანსებელი და დამამშვიდებელი ზეთი ხილის მაცოცხლებელი სურნელით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.