სასარგებლო თვისებები:
წმენდს და აჯანსაღებს კანს.
ჟოჟობას ზეთი კარგად აშორებს მაკიაჟს ყველა ტიპის კანს და დახშულ ფორებს ჭუჭყისა და ზეთისგან ასუფთავებს. ჟოჟობას ზეთი ღრმად აღწევს კანში და არბილებს გაუხეშებულ კანს, განსაკუთრებით ისეთი პრობლემების დროს, როგორებიცაა ფსორიაზი და ეგზემა.
აღადგენს და იცავს კანს.
ჟოჟობას ზეთს კანი ადვილად შეიწოვს. მისი სტრუქტურა ადამიანის ცხიმის მსგავსია. მოწიფულ და ამინდის ზემოქმედებისგან დაზიანებულ კანს ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება.
აჯანსაღებს თმას და თავის კანს.
გამომშრალი თმისა და თავის კანის კონდიცირებისა და მკურნალობისთვის ჟოჟობას ზეთი გამოიყენეთ. იგი თმის ზრდასაც უწყობს ხელს.
თესლის ზეთი
ჟოჟობას ზეთი სინამდვილეში ზეთი კი არა, თხევადი ცვილია. იგი ცილების და მინერალების წყაროა.
თესლი
ჟოჟობას თესლს ფქვავენ და მისგან სამკურნალო მალამოს ამზადებენ.