» » » მაცოცხლებელი და ხალისის მომგვრელი ციტრუსის არომატები, რომლებიც წმენდს და აჯანსაღებს ჩვენს ორგანიზმს

მაცოცხლებელი და ხალისის მომგვრელი ციტრუსის არომატები, რომლებიც წმენდს და აჯანსაღებს ჩვენს ორგანიზმს

ციტრუსის სუნი არის იმდენად ცნობადი რომ უმალვე გამოარჩევთ მას ყველა პროდუქტისგან. ციტრუსის ოჯახი აცოცხელბს და ახალისებს გარემოს. ის საოცარი არომატიზატორია. ციტრუსის ნაყოფის მტევნები მდიდარია ეთერზეთებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ციტრუსების ზეთები ადვილად ხელმისაწვდომია. ეს ეთერზეთები აწესრიგეს და აჯანსაღებს კანს და მავნე ნივთიერებებისგან ათავისუფლებს ყველა ტიპის კანს.



ლიმონი

კანის მატონიზირებელი
როდესაც ლიმონის ეთერზეთს გააზავებთ და წაისვამთ კანზე, ის გაზრდის სისხლის მიმოქცევას, ეს ყოველივე ვარიკოზული ვენების საკურნალოდაა სასარგებლო. ის ასევე იცავს სახის კანს მოყინვისგან, ფორებიდან ამოაქვს ყველა ის ნივთიერება რომელიც აზიანებს კანს, ამიტომაც ძალზე სასარგებლოა ცხიმიანი კანზე მისი მოხმარება. ის არაჩვეულებრივი მატონიზირებელი საშუალებაც გახლავთ ნაოჭებისა და სისხლჩაქცევების მოსაშორებლად.

ანტისეპტიკი
ლიმონის ეთერზეთი ანტისეპტიკური თვისებებით მართლაც გამორჩეული ნაწარმია, რომელი ეფექტურად ებრძვის აკნეს.

ორგანიზმის გამწმენდი
ლიმონის ეთერზეთს აქვს შარდმდენი თვისება, სწორედ ამ თვისების დახმარებით ის ამცირებს ცელულიტსა და ორგანიზმში სითხის შეკავებას. ჩააგდეთ ცხელ წყალში ლიმონის ნაჭერი და დალიეთ, ეს უკანასკნელი თქვენი ორგანიზმის გაწმენდაში დიდ როლს ითამაშებს. იგი ეხმარება ღვიძლს ფუნქციონირებაში და ხელს უწყობს ლიმფური ძარღვების გაწმენდას.

ამაგრებს თმას
ლიმონის წვენი წყალში გაზავებული ან გაუზავებელი თმის იდეალური სავლებია, იგი აღიავებს და ამაგრებს თმას.

უხდება თავის ტკივილს
ლიმონის ზეთს სასიამოვნო და არაჩვეულებრივი სურნელი აქვს და იგი ნამდვილად შველის თავის ტკივილს. აგრეთვე ჯანსაღად მოქმედებს გონებაზე და ადამიანს პოზიტიურ განწყობაზე აყენებს.

გრეიპფრუტი

ორგანიზმის გამწმენდი
გრეიპფრუტის ეთერზეთი შარდმდენია. ებრძვის შეშუპებას და სითხის დაგროვებას ორგანიზმში. აგრეთვე აუჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ხელს უწყობს წონის კორექციას
დაკვირვებებმა და კვლევებმა აჩვენა, რომ გრეიპფრუტის ეთერზეთის შეყნოსვა აჩქარებს მეტაბოლიზმს და სწორედ ამიტომ უწყობს ხელს წონაში დაკლებას.

იცავს კანს კიბოსგან
ამ ციტრუსის ეთერზეთის კონცენტრაციას კანის კიბოს უჯრედების შეჩერება შეუძლია

კანის მატონიზირებელი
გრეიპფრუტის ეთერზეთი მსუბუქი ანტისეპტიკია. არაჩვეულებრივად წმენდს ცხიმიან კანს და კურნავს აკნეს.

ამაღლებს განწყობას
ენერგიული, მაცოცხლებელი და პიკანტური სურნელის მქონე ეთერზეთი ამაღლებს განწყობას. ორგანიზმი გამოყავს სტრესული მდგომარეობიდან უძილობის შემდეგ.

ლაიმი

წმენდს ორგანიზმს
ლაიმის ეთერზეთი ორგანიზმის შესანიშნავი გამწმენდია. ამ ზეთით მასაჟის გაკეთება აწესრიგებს ორგანიზმში სითხის შეკავებას და ებრძვის ცელულიტს.

ხელს უწყობს წონაში კლებას
ისევე როგორც გრეიპფრუტის ასევე ლაიმის ეთერზეთის შესუნთქვაც აჩქარებს მეტაბოლიზმს რაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

ცხიმიანი კანის და თმის მომვლელი
ლაიმის გაზავებული ზეთი კანის აღმდგენი თვისებებით გამოირჩევა. შესანიშნავად წმენდს ცხიმიან კანს და თმასაც აშორებს მოჭარბებულ ცხიმს. თუ ლაიმის წვენს წყალში გაურევთ და თმაზე გადაივლებთ მოგაშორებთ ქერტლს და გაგიმაგრებთ თმის ძირებს.

ანტისეპტიკი
გააზავეთ ზეთი წყალში და წაისვით ჰერპესზე, მწერის ნაკბენზე და ნაკაწრებზე. ის დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა.

გონების გამწმენდი
ლაიმის ზეთს მკვეთრი და მაცოცხლებელი არომატი აქვს. იგი ხელს უწყობს საღად აზროვნებას.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.