ამაში დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ ადაპტოგენებად წოდებულ მცენარეულ, ცხოველურ და მინერალურ ნივთიერებებს, რომლებიც ზრდიან გარემოს ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მავნე ფაქტორების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.
ადაპტოგენების მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის, ის კი ცნობილია, რომ მათ სასქესო ჰორმონების მსგავსი ქიმიური სტრუქტურა აქვთ, ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი მოქმედების მექანიზმი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გავლენა და ამ გზით უჯრედებზე, ქსოვილებსა და ორგანოებზე ზემოქმედებაა. ნეიროენდოკრინულ, იმუნურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე გავლენით ისინი პირდაპირ მოქმედებენ რნმ-ს, დნმ-ს, ცილების, ენერგეტიკული ცვლის ფერმენტთან სინთეზზე, ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლისა და რეგენერაციის პროცესებს. მარტივად რომ ვთქვათ, ადაპტოგენები ახდენენ ორგანიზმის რესუსრთა მობილიზებას და ამ გზით პოულობენ დამატებითი ენერგიის წყაროს, რათა ფორსირებულ რეჟიმში დიდხანს მუშაობამ ორგანიზმი მწყობრიდან არ გამოიყვანოს. მათი სახელწოდებაც მიანიშნებს, რომ ისინი აადვილებენ ორგანიზმის ადაპტაციას ფიზიკური დატვირთვას, სიცხის, სიცივის, წყურვილის, შიმშილის, სტრესის, ჟანგბადოვანი შიმშილის, შხამების, მაიონიზებელი გამოსხივების და სხვა არახელსაყრელი პირობების მიმართ.
ადაპტოგენების ფარმაკოლოგიური თვისებები
- მეტაბოლიზმის გააქტიურებით, ენდოკრინულ და ვეგეტაციური სისტემების რეგულაციით ადაპტოგენებს, განსაკუთრებით - მცენარეული წარმოშობისას, ახასიათებთ მასტიმულირებელი და მატონიზებელი ეფექტი, რაც საჭმლის მომნელებელ ჯირკვალთა სეკრეციის გაძლიერებით, სისხლძარღვთა ტონუსის მომატებით, არტერიული წნევის მოწესრიგებით და გულის მუშაობის გააქტიურებით გამოიხატება.
- ადაპტოგენებისთვის დამახასიათებელია კარგად გამოხატული ფსიქომასტიმულირებელი ეფექტიც, რომელიც ვლინდება ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარის გაუმჯობესებით, ასთენიისა და გადაღლის სიმპტომების შემცირებით.
- ადაპტოგენები არატოქსიკურნი არიან, ხანგძლივი გამოყენებისას არ იწევენ მიჩვევას, არ გააჩნიათ უკუეფექტები.
- ახასიათებთ ანტისტრესული მოქმედება, რაც მეტაბოლურ პროცესთა გააქტიურებით გამოიხატება.
- კუნთების სისხლმომარაგებისა და ქსოვილებისთვის ჟანგბადის გაძლიერებული მიწოდებით ადაპტოგენები იწვევენ კუნთურ მუშაობას მინიმალური ენერგოდანაკარგით.
- ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით უჯრედებს საიმედოდ იცავენ დაზიანებისგან.
- მცენარეული წარმოშობის ყველა ადაპტოგენს შესწევს იმუნოტროპული მოქმედების უნარი.
- ასტიმულირებენ იმუნიტეტს - როგორც სპეციფიკურს, ასევე არასპეციფიკურსაც - და აძლიერებენ ინფექციებისადმი ორგანიზმის რეზისტენტობას.
ვის სჭირდება ადაპტოგენები - ადაპტოგენები განსაკუთრებით სჭირდებათ:
- აქტიურად მომუშავე ადამიანებს;
- ყველას ეპიდემიის კერაში;
- დასუსტებულ ადამიანებს;
- მათ, ვინც იცვლის გეოგრაფიულ სარტყელს, დიდხანს მოგზაურობს ან დაფრინავს;
- სპორტსმენებს;
- ხანში შესულ ადამიანებს მეხსიერების გასაუმჯობესებლად.
- მათი მიღება შეიძლება ასევე შვებულების დროს - ჯანრმთელობისა და ძალ-ღონის მაქსიმალურად აღსადგენად.
ვის ეკრძალება ადაპტოგენები - ადაპტოგენების მიღება აკრძალულია:
- ძლიერი ნერვული აგზნებადობის;
- ჰიპერტონიული დაავადების;
- მწვავე ინფექციური დაავადების;
- ნებისმიერი ეტიოლოგიის ცხელების;
- უძილობის;
- ორსულობის ინფარქტის შემდეგ.
- ადაპტოგენები მაღლა სწევს სხეულის ტემპერატურას, ამიტომ სიცხეში მათი მიღებისას სიფრთხილეა საჭირო.