» » » იონჯას წვენი ღრმა სიბერემდე ძალას და ენერგიას შეგინარჩუნებთ

იონჯას წვენი ღრმა სიბერემდე ძალას და ენერგიას შეგინარჩუნებთ

იონჯა განსაკუთრებით ძვირფასი პარკოსანი მცენარეა. ის არა მარტო ადამიანის ორგანიზმში შემავალი ყველა ძირითადი მინერალითა და ქიმიური ელემენტითაა მდიდარი, არამედ ნიადაგის სიღრმეში არსებული მრავალი იშვიათი ელემენტითაც, რადგან მისი ფესვები 10-30 მეტრის სიღრმეს აღწევს.
მცენარეები საოცრად აცოცხლებენ და გარდაქმნიან არაორგანულ (უსიცოცხლო) ნივთიერებას ცოცხალ უჯრედებად და ქსოვილებად.
მეორე მხრივ, მცენარეები, ბოსტნეული იქნება ეს, ხილეული თუ ბალახეული, არაორგანულ ელემენტებს იღებენ ჰაერსა და წყლისგან და გარდაქმნიან მათ ცოცხალ ორგანულ ელემენტებად. ისინი აზოტსა და ნახშირბადს ჰაერიდან იღებენ, აზოტს. მინერალურ ნივთიერებებსა და მინერალურ მარილებს - ნიადაგიდან, ჟანგბადსა და წყალბადს - წყლიდან.
ქლოროფილთა ერთ-ერთი უმდიდრესი მცენარეა იონჯა. საკვებში იონჯის გამოყენება ადამიანს აჯანმრთელებს, ღრმა სიბერემდე ძალას და ენერგიას უნარჩუნებს, თანაც, ორგანიზმს ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფენომენალურ უნარს ანიჭებს.

ქორფა იონჯის წვენი ძალზე ძლიერია, ამიტომ უმჯობესია მისი სტაფილოს წვენთან ერთად დალევა. ასეთ შემთხვევაში ამ წვენების ცალ-ცალკე დალევით მიღებული სარგებლიანობა იზრდება. აღინიშნა, რომ ასეთი კომბინაცია არტერიათა დაავადებისა და გულის მოშლასთან დაკავშირებული პროცესების მოწესრიგებას უწყობს ხელს.
ქლოროფილი ძალიან შველის სასუნთქი სისტემის მოშლას, განსაკუთრებით ფილტვებისა და სახის ქალას ღრუების დაავადებებს!
იღლიათა დასნებოვნება და ტკივილების, ბრონქუი და ასთმური მდგომარეობის გართულების, თავის ცხელების ჩათვლით - მიზეზი არის ლორწო.
მკაცრი ვეგეტარიანელები, რომლებიც ძროხის რძეს, ფქვილის პროდუქტებსა და კონცენტრირებული შაქრის პროდუქტებს არ ღებულობენ, ამ სნეულებებით არ ავადდებიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ამგვარ საკვებს ბავშვობიდანვე ერიდებოდნენ. ყოველივე ზემოთქმული სრულიადაც არ არის ფანატიზმი, უბრალოდ, საღი აზრი გვკარნახობს, რომ ესეც უნდა იყოს, ეს აბსოლიტურად ბუნებრივია და დამტკიცებულია ექსპერიმენტებით, რომელთა შედეგებიც ეჭვს არ იწვევენ.

სტაფილოს, იონჯისა და ღორის ქადის (სალათის სახეობაა) წვენები ავსებენ, ამდიდრებენ თმის ძირებისთვის საჭირო საკვებს. ამ ნარევის ყოველდღიური გამოყენება (0,5 ლიტრი) მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თმის ზრდას.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.