» » "მე, რა თქმა უნდა, შემიძლია ზაფხულში შვილიშვილები ჩემთან წავიყვანო. ჩემთვის რთული არ იქნება, მაგრამ..." ჩემი ჭკვიანი სიდედრის პასუხი მიბაძვის ღირსია. 

"მე, რა თქმა უნდა, შემიძლია ზაფხულში შვილიშვილები ჩემთან წავიყვანო. ჩემთვის რთული არ იქნება, მაგრამ..." ჩემი ჭკვიანი სიდედრის პასუხი მიბაძვის ღირსია. 

ვინ არის ბებია? თანამედროვე ბებია - ის არც ძიძა არის და არც დიასახლისი, ის შვილიშვილებისთვის უსაზღვრო განებივრების და საჩუქრების წყაროა. რაც მთავარია, ბებია სიბრძნის, სიყვარულის და შეწყნარების სიმბოლოა. მაგრამ ბებია - ეს მხოლოდ შვილიშვილებისთვის, ხოლო ჩემი ქმრისთვის, ბავშვების ბებია - სიდედრია. ამასთან საყვარელი, რაც ყველა ოჯახში არ გვხვდება. 

სიდედრის და სიძის ურთიერთობა უკვე დიდი ხანია ანეკდოტების ობიექტი გახდა და შეიძლება განქორწინების მიზეზიც იყოს. თითქოსდა, არ უნდა იყოს რთული, ორმა ადამიანმა საყვარელი ადამიანის - ცოლის და შვილის, გულისთვის საერთო ენა გამონახონ. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. რა არის ეს - ეჭვიანობა, მესაკუთრეობა, საყვარელი ადამიანის დაცვის სურვილი?

ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ოლია თვლის, რომ ეს - ადამიანური სისულელე და ურთიერთობის მიმართ გონივრული მიდგომის არ ქონა არის. მე მას ვეთანხმები. მისი ოჯახის სიტუაცია სამაგალითოა, სიდედრის გონიერმა ქცევამ პრაქტიკულად იდეალური ურთიერთობა ააწყო როგორც სიძესთან, ასევე ბავშვებთან. 

მისი ქმარი კი სიდედრს გულწრფელად პატივისცემით და სითბოთი ეპყრობა. 



საყვარელი სიდედრი

​ერთხელ, ოლიასთან სტუმრობის დროს, მის ქმარს ვკითხე: სიდედრთან კარგი ურთიერთობა საიდუმლო რაში მდგომარეობს? 

და აი რა მიპასუხა: "როცა დავქორწინდით, ჩემ მომავალ სიდედრს შიშით ვუყურებდი. თავის დროზე ჩემი მეგობრებისგან ბევრი მსმენოდა ცუდი სიდედრის შესახებ და ვფიქრობდი, ყველგან ასე ხდება. მით უმეტეს, რომ ჩემი ცოლის დედა, ქორწილის პერიოდში მარტო იყო და ველოდი, რომ მოწყენილობის გამო ჩემ ოჯახში ხშირად ჩაერეოდა."



და მართლა, ასე ხდება. ურთიერთობაში დაძაბულობა მაშინ იწყება, თუ სიდედრის პირადი ცხოვრება აწყობილი არაა. სამწუხაროდ, ხშირად ისე ხდება, რომ ქალი ასეთ სიტუაციაში თავს მარტოსულად გრძნობს და ქალიშვილის ოჯახს როგორც საკუთარს ისე აღიქვამს. ის ან სიძეს შვილად იწერს, ან ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მხრებზე გადააქვს პასუხისმგებლობა, რომელიც იდეაში მამაკაცმა უნდა შეასრულოს. 

ჩემი დაქალის დედა სულ სხვაგვარად მოიქცა:

​"დრო გადიოდა, სიდედრი ჰორიზონტზე დიდად არ ჩანდა. ის, რა თქმა უნდა, ქალიშვილს ყოველდღე ურეკავდა - რეგულარულად მესმოდა ცოლი როგორ ელაპარაკებოდა, მაგრამ საქმე ამით მთავრდებოდა" - გააგრძელა სერგიმ, ოლიას მეუღლემ. 



"შემდეგ ბავშვი დაიბადა და ვიფიქრე, რომ ახლა ალბათ ჩვენ ბინაში გაათენებს და დააღამებს და ჭკუის სწავლებას დაგვიწყებს. მაგრამ სიდედრმა აქაც იმედები გამიცრუა - მან იყიდა ეტლი, ჩემოდანი სავსე საჩუქრები და კვლავ ჩუმად გაქრა. 

რა თქმა უნდა, ბავშვთან რჩებოდა, როცა ცოლს საავადმყოფოში ან სტომატოლოგთან ვიზიტი სჭირდებოდა. მაგრამ საქმე ამით მთავრდებოდა ! - ღიმილით ამბობდა დაქალის მეუღლე. 



აი, მაისში, სამი წლის აღსანიშნავად სერგეიმ ოლიას სადმე დასასვენებლად წასვლა შესთავაზა. ბავშვის კი ამ დროისთვის დედასთან დატოვება. "მაინც მარტოა, დაე შვილიშვილით გული გაიხაროს" - თქვა მან. რაზეც ოლიას გაეცინა და ამ თემაზე მასთან პირადად საუბარი შემომთავაზა. 

და ჩემი აზრით, სიდედრის და სიძის იდეალური ურთიერთობის საიდუმლო სწორედ იმაშია, რაზეც სერგეიმ თავის ისტორიაში ყურადღება გაამახვილა: "სიდედრთან მივედი, ისე კი არა კანფეტებით. ის მიღიმის, მხვდება, ჩაის მიდუღებს. მე ვეუბნები, რომ ურიგო არ იქნება თუ ზაფხულში ბავშვი ბებიასთან დრო გაატარებს, სანამ მშობლები ცოტას დაისვენებენ და ზღვაზე წავლენ".



სიდედრმა მას მოუსმინა და მის შეთავაზებას ასე უპასუხა: "მე, რა თქმა უნდა, შემიძლია ზაფხულში ალენკა ჩემთან წავიყვანო, ჩემთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს. მაგრამ მითხარი, ჩემო ძვირფასო სიძევ, როდის გექნება შანსი სამი წლის ქალიშვილი ზღვაზე დასასვენებლად წაიყვანო? მხოლოდ წელს. რადგან ერთ წელში 4 წლის გახდება, ანუ ცოტათი უფრო განსხვავებული იქნება. 

შენ ბებიასთან გაგზავნით, ქალიშვილთან ურთიერთობას მთელი ზაფხული დაკარგავ. ნუთუ ასე მარტივად მომცემ შენს ძვირფას ადამიანს? ხოლო 15 წლის შემდეგ შენი საკუთარი ქალიშვილი ზღვაზე შენთან ერთად წამოსვლას აღარ მოისურვებს, რადგან მას საკუთარი მეგობრები ეყოლება. 

ის მალე გაიზრდება, შენ კი მოგონებაც არ დაგრჩება, როგორ წაიყვანე პირველად ხელჩაკიდებული, ტალღის მოსვლით აღფრთოვანებულ ყვირილს. როგორ მიადე პირველად ყურთან ნიჟარა და პირველად ააწყვე ქვიშის სასახლე. 

ეს პირველ რიგში შენი უფლებაა! და შენი ქალიშვილის უფლება ახსოვდეს რომ ზღვა პირველად მამამ აჩვენა და არა სხვა ადამიანმა, ეს უფლება არ წაართვა!"



"ჩემ გამოცდილებას ენდე - გააგრძელა მან - ჩვენი შვილები ჩვენთან არც თუ ისე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან. და მათთან გატარებული ყოველი წუთი - განუმეორებელია!

და აქ სერგეი დაფიქრდა. მან გაიხსენა რომ ყოველ ზაფხულს სოფელში ბებიასთან აგზავნიდნენ. გაიხსენა, რომ მამას სამუშაოს გამო ხშირად მისთვის დრო არ ჰქონდა. შემდეგ ინსულტი დაემართა და აღმოჩნდა, რომ სერგეის მასზე გასახსენებელი არაფერი დარჩა. 



ეს საუბარი 1 წლის წინ მოხდა, იმ ზაფხულს, ივლისში, ოლია, სერგეი და მათი ქალიშვილი ალენკა ზღვაზე ერთად წავიდნენ. და წელს ერთად წავლენ!



"ჩემი სიდედრი მიყვარს და პატივს ვცემ, რადგან ის ნამდვილი ჭკვიანი ქალია" - თქვა ბოლოს სერგეიმ, მე კი დამამახსოვრდა, ჩემ ქმარსაც!

ამიტომ წელს, დასასვენებლად ჩემი ოჯახიც ერთად წავა, ბებია და ბაბუასაც თან წავიყვანთ, რადგან ოჯახთან გატარებული დრო - ყველაზე ლამაზი და შეუფასებელია და ამის შესახებ ყველას უნდა ახსოვდეს!



რედაქციის რჩევა

​მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დედის მხრიდან ბებია - ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ის არა მხოლოდ საჭირო ცოდნას, გამოცდილებას, სიყვარულს, სითბოს და ზრუნვას ანიჭებს. აღმოჩნდა, რომ მისი კავშირი ბევრად ღრმა არის! 

ამ შესანიშნავი ისტორიის შესახებ თქვენს მეგობრებს უამბეთ. დაე თქვენ გარშემო ბედნიერი ადამიანების რიცხვი გაიზარდოს. გაუფრთხილდით ერთმანეთს და იყავით გონიერები, როგორც ეს ქალი. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.