არსებობს დაავადებები, რომლებიც წლებით ტანჯავს ადამიანს. ასეთია ქოლეცისტიტი - ნაღვლის ბუშტის ანთება, რომლის შეტევებიც ზოგჯერ ისე გფიტავს, აღარ იცი, რა გზას დაადგე. იცი, რომ შენი ბრალია, მაგრამ ამის ცოდნა ვერაფერი შეღავათია... ქოლეცისტიტის სამკურნალო უამრავი საშუალება გამოვცადე, მაგრამ წამლები, რომლებმაც ჩემს ნაცნობებს უშველა, ჩემზე რატომღაც არ მოქმედებდა. ასე გაგრძელდა, ვიდრე შემთხვევით მატიტელას ფესვის სამკურნალო თვისებების შესახებ არ შევიტყვე.
- წამლის მოსამზადებლად უნდა დააქუცმაცოთ 1 სადილის კოვზი მატიტელას ფესვი და დაასხით 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი, ჭურჭელი ჩადგათ ორთქლის აბაზანაში და გააჩეროთ 15 წუთს, გადმოდგათ და გადაწუროთ. წამალი მზად არის. უნდა სვათ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე, თითო სადილის კოვზი.
2-3 კვირის შემდეგ აშკარა შვება ვიგრძენი, შეტევები უფრო და უფრო გაიშვიათდა, თვალდათვალ გამოვკეთდი. როგორც შემდეგ შევიტყვე, მატიტელას ბალახისა და ფესვის ნაყენი, თუ დიდხანს მივიღებთ, ნაღვლის სადინარებს, ღვიძლისა და თირკმელებსაც კი ასუფთავებს.
ნაღვლის ბუშტის ანთებას ჭინჭრის წვენიც შველის
- წვენსაწურში მოათავსეთ ჭინჭრის ფოთლები და გაწურეთ. გამონაწურის 20 წვეთს დაუმატეთ 1/4 ჭიქა თბილი წყალი ან რძე და მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის ხანრძლივობა 1თვეა.