ეს ექსპერიმენტი გულისხმობს სამედიცინო მეთვალყურეობისა და დაკვირვების ქვეშ კლინიკური სიკვდილის ინდუცირებას პაციენტებში, რომელიც 20 წუთს გრძელდება.
კვლევაში მონაწილეობას იღებდა 944 მოხალისე. ექსპერტები მიმართავდნენ სამკურნალო პრეპარატების ისეთ კომბინაციებს, როგორიცაა ადრენალინი და დიმეთილტრიპტამინი. ამ პრეპრატაების კომბინაცია ეხმარება ადამიანის ორგანიზმს გადაიტანოს კლინიკური სიკვდილი და რეაბილიტაციის პროცესი ისე, რომ არ დაუზიანდეს ჯანმრთელობა.
კლინიკური სიკვდილისა და კომაში ჩავარდნის შემდეგ ექიმები გამოიყენებდნენ სხვა ისეთი პრეპარატების ნარევს, რომელიც ფილტრავდა პაციენტის სისხლს ოზონისგან.
თითოეული კვლევა ტარდებოდა ბერტოლდ აკერმანის ხელმძღვანელობით.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სუბიექტებს ჰქონდათ მოგონებები კლინიკური სიკდვილიდან. თითქმის ყველა პაციენტის მოგონება ერთმანეთს ემთხვეოდა, თუმცა არსებობდა განსხვავებული ვარიაციები.
მოხალისეთა უმრავლესობა იხსენებს, რომ მათ ჰქონდათ სხეულიდან მოწყვეტის, ლევიტაციის, აბსოლიტური სიმშვიდისა და ჰარმონიულობის, უსაფრთხოების, სითბოსა და სინათლის შეგრძნება.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კვლევის ობიექტების სარწმუნოებასა და მათ წარსულს გავლენა არ ჰქონია იმ შეგრძნებებზე, რაც პაციენტებმა კლინიკური სიკვდილის დროს განიცადეს. კვლევაში სპეციალურად მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანები, მუსლიმანები, იუდეველები, ათეისტები, ბუდისტები და ა.შ.
''მე ვიცი, რომ ჩვენ მიერ მიღებული შედეგები უამრავი ადამიანის რწმენას ეწინააღმდეგება. ასე ჩვენ შევძელით და პასუხი გავეცით კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ და საიუდმლოებით მოცულ შეკითხვას. სწორედ ამიტომ, ვიმედვონებ, რომ მე და ჩემ ჯგუფს ადრე თუ გვიან ხალხი გაგვიგებს და გვაპატიებს'' - აცხადებს კვლევების ხელმძღვანელი.