» » » ეს უგემრიელესი ჩაი ამაღლებს განწყობას, აგრეთვე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და წმენდს ორგანიზმს.

ეს უგემრიელესი ჩაი ამაღლებს განწყობას, აგრეთვე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და წმენდს ორგანიზმს.

ლიმონის ბალახი ძლიერმოქმედი მატონიზირებელია. აახალგაზრდავებს და ასტიმულირებს სხეულსა და გონებას. აქვს შემკვრელი ეფექტი, რაც მხოლოდ ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვისაა სასარგებლო. არის ტკივილგამაყუჩებელი და ძლიერი ანტისეპტიკი. ამიტომ გამოიყენება კანის გაჭრის, ნაკაწრებისა და ნაკბენების სამკურნალოდ. გარდა ამისა, არის მწერების საწინააღმდეგო საშუალება. ყოველთვის გააზავეთ ეთერზეთი, იგი ნაზავის მხოლოდ 1%-ს უნდა შეადგენდეს.

ლიმონის ბალახი

ინდოეთის მკვიდრი ეს არომატული და შემკვრელი ბალახი საუკუნეობით გამოიყენებოდა აიურვედულ მედიცინაში როგორც შარდმდენი და ორგანიზმის გამწმენდი.

სუნამო საკუთარი ხელით
ენერგიული არომატის მისაღებად, ლიმონის ბალახის ზეთი შეურიეთ კვიპაროსის, კედრის ხის, გერანისა და ფორთოხლის ზეთებს.

ციტრონელას ბალახი
ამ სურნელოვანი ბალახისგან გამოხდილი ეთერზეთი მწერებისგან დამცავი ეფექტური საშუალებაა.

ეთერზეთი

ორთქლით გამოხდის მეშვეობით მიღებული ამ ზეთის ლიმონის მოტკბო არომატი ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

სასარგებლო თვისებები:
შემკვრელი.
ლიმონის ბალახის ზეთი კანის შემკვრელი და ანტისეპტიკური საშუალებაა. კანის ორთქლით გაწმენდის დროს ღრმა წმენდისთვის კანს დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი. მკურნალობს ღია ან დახშულ ფორებს.

აღადგენს და იცავს კანს.
ზეთი სასარგებლოა კანის პრობლემების, სამკურნალოდ, როგორებიცაა: აკნე, ეგზემა და დერმატოფიტოზი.

სახის მატონიზირებელი.
ტუალეტის წყალი (იგივე ჰიდროზოლი) ეთერზეთის წარმოების დროს მიიღება. მასში შენარჩუნებულია მცენარის ესენცია. გამოიყენეთ კანის მოვლის ლოსიონებსა და კრემებში.

აქრობს უსიამოვნო სუნს.
ლიმონის ბალახის ცოცხალი სურნელი და ანტისეპტიკური თვისებები მას ჭარბი ოფლიანობის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებად აქცევს. აქრობს უსიამოვნო სუნს.

აფრთხობს მწერებს.
მწერებისგან დამცავი საშუალებების მთავარი ინგრედიენტია ლიმონის ბალახი, რომელიც აფრთხობს კოღოებსა და რწყილებს. მისი ზეთი გამოიყენება ტილების, მუნისა და ტკიპების საწინააღმდეგოდ. მისი მონათესავე ციტრონელა (Cymbopogon winterianus) ამ მხრივ ბევრად უფრო ძლიერი საშუალებაა და მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს მწერებისგან დამცავ ნაწარმში.

ანტიდეპრესანტი.
ზეთი მსუბუქი ანტიდეპრესანტია. მისი შესუნთქვა ამსუბუქებს სტრესსა და ნერვულ დაძაბულობას.

ხსნის თავის ტკივილს.
ლიმონის ბალახის ზეთი აამებს თავის ტკივილსა და საათობრივი სარტყელების ცვლით გამოწვეულ სიმპტომებს.

მიირთვი და გალამაზდი
ეს უგემრიელესი ჩაი ამაღლებს განწყობას და გემხარებათ კონცენტრირებაში. აგრეთვე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და წმენდს ორგანიზმს.
ეს უგემრიელესი ჩაი ამაღლებს განწყობას, აგრეთვე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და წმენდს ორგანიზმს.
ლიმონის ბალახის ჩაი:
ლიმონის ბალახისგან ჩაის მოსამზადებლად, თითოეულ ჭიქაზე აიღეთ ორი სუფრის კოვზი დაჭრილი ღეროები ან გამხმარი ფოთლები. დაასხით ადუღებული წყალი, დააყენეთ 5 წუთით და შემდეგ მიირთვით.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.