» » » სუნელი, რომელიც წარმატებით გამოიყენება ცხიმიანი კანის მოსაწესრიგებლად

სუნელი, რომელიც წარმატებით გამოიყენება ცხიმიანი კანის მოსაწესრიგებლად

ძირტკბილას ძლიერი არომატის მქონე ვარსკვლავისებური ანისული ძლიერმოქმედი ანტისეპტიკია. აქრობს უსიამოვნო სუნსა და აბალანსებს კანს.

ანისულის პარკი

ეს სუნელი აზიურ სამზარეულოში და ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება. იგი სინამდვილეში ხის გამხმარი ნაყოფია.

ეთერზეთი

ზეთი ნედლი და ნახევრად გამხმარი ნაყოფისგან ორთქლზე გამოხდის მეთოდით მიიღება.

სასარგებლო თვისებები:

ანტისეპტიკი.
ანისულის ზეთი სოკოსა და ბაქტერიებს ებრძვის და ტილებისა და ტკიპების მოსაშორებლად გამოიყენება.

აქრობს უსიამოვნო სუნს.
უსიამოვნო სუნის გასაქრობად ანისულის ზეთს ხშირად ურევენ საპონში. იგი სუნთქვას სასიამოვნო არომატს სძენს.

აწესრიგებს ცხიმიან კანს.
ანისულის ზეთს კანზე დაბალანსებული ეფექტი აქვს და ცხიმიანი კანის სამკურნალოდ გამოიყენება.

ებრძვის სტრესს.
ზეთს ზედაციული მოქმედება აქვს, რაც იწვევს გულისცემის შენელებას, ამშვიდებს და ხელს უწყობს ჩაძინებას. კარგად ერევა ციტრუსის, კედრის, ლავანდის, პეტიტგრენისა და ვარდის ხის ზეთებში.


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.