» » » სანდალის ხის ზეთი მსუბუქი შემკვრელია, ცხიმიან და აკნესკენ მიდრეკილ კანს აბალანსებს.

სანდალის ხის ზეთი მსუბუქი შემკვრელია, ცხიმიან და აკნესკენ მიდრეკილ კანს აბალანსებს.

სანდალს ადამიანი უძველესი დროიდან, ძირითადად, რიტუალური და რელიგიური ცერემონიების დროს იყენებდა. დამტკიცებულია, რომ სანდალის გამაახალგზარდავებელი და დამცავი ეფექტი კანზე მისი ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებითაა გამოწვეული. განსაკუთრებით კარგია გამომშრალი და დაზიანებული კანისთვის. როგორც ნაზი შემკვრელი, დადებითად მოქმედებს ცხიმიან კანზეც.

სასარგებლო თვისებები:
ამშვიდებს კანს.
ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამო სანდალის ხის ზეთი გამომშრალი, გაუწყლოებული, ქავილისა და ანთებითი პროცესების მქონდე კანის დამამშვიდებლად გამოიყენება. იყიდეთ უკვე გაზავებული ზეთი ან გამოყენებამდე გააზავეთ შესაბამის საბაზისო ზეთში.

აწესრიგებს ცხიმიან კანს.
სანდალის ხის ზეთი მსუბუქი შემკვრელია და ცხიმიან და აკნესკენ მიდრეკილ კანს აბალანსებს.

აღადგენს და იცავს კანს.
ზეთი ამცირებს კანზე ნაწიბურებისა და გაღიზიანებული კერების წარმოქმნას. დამტკიცებულია, რომ იგი კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.

ანტისეპტიკი.
კურნავს აკნეთი და სამართებლით გაღიზიანებულ კანს. ზეთი ამშვიდებს და აწყნარებს კანს ქავილის დროს. ებრძვის გამონაყარის გამომწვევ ბაქტერიებს.

ანტიდეპრესანტი.
სანადალის ხის ზეთი აქრობს დეპრესიას და სტრესს, ხელს უწყობს მშვიდ ძილს და აღადგენს ენერგიასა და სასიცოცხლო ძალებს.

აღმგზნები.
სანდალს განწყობის ასამაღლებელი და ენერგეტიკული ეფექტი აქვს, ამიტომ მას აფროდიზიაკობასაც მიაწერენ.

იცავს მზისგან.
სამეცნიერო ცდების დროს სანდლის ხემ აჩვენა,რომ შეუძლია ხელი შეუშალოს კანის კიბოს ჩამოყალიბებას, რომელსაც ულტრაიისფერი გამოსხივება და მომწამლავ ქიმიკატებთან ურთიერთობა იწვევს. მეცნიერები მას ბუნებრივ, მზისგან დამცავ აგენტან მოიაზრებენ.

ეთერზეთი

ექსპერტები მინარევებისგან სუფთა ეთერზეთს იყენებენ. ყოველდღიური მოხმარებისთვის იყიდეთ სხვა ზეთთან გაზავებული სანდალის ხის ზეთი. ყიდვისას დააკვირდით ეტიკეტს. მას აუციებლად უნდა ეწეროს Santalum album

ხე

ნელა მზარდი, მარადმწვანე მცენარეა და მისი მერქანი ძვირად ფასობს. გადაჭარბებულმა გამოყენებამ ეს ხე გადაშენების პირას მიიყვანა. ამიტომ ყოველთვის კარგად შეამოწმეთ, რომ თქვენი ეთერზეთი ნამდვილად სანდალის ხისგან იყოს წარმოებული.

სუნამო საკუთარი ხელით
რომატიკული არომატის მისაღებად სანდალის ხის ზეთს შეურიეთ ილანგ ილანგის, ვარდის, პალმაროზას, შავი პილპილისა და ჟასმინის ზეთები.

სწრაფად და ეფექტურად
გაპარსვის შემდგომი ბალზამი.
2-4 წვეთი სანდალის ხის ზეთი შეურიეთ ერთი ჩაის კოვზ თხილის ან გარგარის კურკის ზეთს. წაისვით, როგორც გამაჯანსაღებელი ბალზამი ოდნავ ნოტიო კანზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.