» » » რომელ ინფექციურ დაავადებებს ახასიათებს ოფლიანობა?!

რომელ ინფექციურ დაავადებებს ახასიათებს ოფლიანობა?!

პრაქტიკულად ყველა ინფექციურ დაავადებას ახასიათებს ოფლიანობა, რომელიც უმეტესად შემიცვნებასა და ტემპერატურის მომატებას მოსდევს. ასეთი რეაქცია დაავადების გამომწვევი ბაქტერიებისა და ვირუსების ან მათი ნაწილაკების სისხლში მოხვედრის შედეგია. ეს ნაწილაკები ნერვულ სისტემაში მდებარე თერმოლეგულაციის (სითბოს რეგულაციის) ცენტრზე ზემოქმედებს. სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროს განვითარებულ ჭარბ ოფლიანობას შესაძლოა განსაზღვრული თავისებურებაც ახასიათებდეს. ოფლიანობა ტიპური სიმპტომია ინფექციურ დაავადებათა შემდგომ, გამოჯანმრთელების პერიოდშიც.

მკითხველს დააინტერესებს, სახელდობრ რომელი ინფექციური დაავადება იპყრობს ექიმების ყურადღებას ჭარბი ოფლიანობის თვალსაზრისით და რა არის მათთვის დამახასიათებელი, გარდა ოფლიანობისა.
ოფლიანობის გამომწვევი ყველა ინფექციური დაავადების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ზოგიერთს მაინც დავასახელებთ.

ბრუცელოზს ოფლიანობასთან ერთად ხანგრძლივი ცხელება ახასიათებს. ეს დაავადება ადამიანს ცხოველისგან გადაედება დასნებოვნებული ხორცის ან რძის პროდუქტების საშუალებით. გარდა ამ ნიშნებისა, ხშირია ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, სახსრების ტკივილი.

მალარიისთვის ცხელებისა და ძლიერი ოფლიანიბის შეტევებია დამახასიათებელი, რაც გარკევულ პერიოდულობით- 48 ან 72 საათში ერთხელ - აღმოცენდება. დაავადების გამომწვევია მალარიის პლაზმოდიუმი, რომელსაც კოღო კბენისას ავრცელებს.

ოფლიანობას იწვევს ტუბერკულოზიც, რომელიც ჰაერწვეთოვანი ინფექციაა და ტუბერკულოზის მიკრობაქტერიით არის გამოწვეული. მისთვის დამახასიათებელია საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, წონის დაქვეითება, ტემპერატურის მომატება, ხველა, ლიმფური კვანძების გადიდება. ტიპიურია ოფლიანობა, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება ღამის საათებში, ძილის დროს.

როდესაც ინფექციური დაავადებებით გამოწვეულ ოფლიანობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ სეფსისი და სეპტიცემია - მდგომარეობა, როდესაც ბაქტერიები სისხლში გადადიან. ამ დროს ავადმყოფს ძლიერ ამცივნებს, ტემპერატურა იმატებს, ძლიერდება ოფლის გამოყოფა. შემდეგ ტემპერატურა მკვეთრად ქვეითდება, რასაც ძლიერი ოფლიანობა ერთვის.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.