» » » როგორ დავამარცხოთ რევმატიზმი ხალხური რეცეპტებით

როგორ დავამარცხოთ რევმატიზმი ხალხური რეცეპტებით

რევმატიზმი — ინფექციურ-ალერგიული დაავადება, რომელსაც ახასიათებს შემაერთებელი ქსოვილის სისტემური ანთებითი დაზიანება, უპირატესად გულ-სისხლძარღვთა სისტემაში. რევმატიზმით უმეტესად ავადდებიან ახალგაზრდები, ამასთან, ქალები 3-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ვაჟები. ხალხურ მედიცინას არაერთი ეფექტური რეცეპტი გააჩნია ამ დაავადების სამკურნალოდ. აი ისინიც:
  • 100 გრ არყის კვირტებს დავასხათ 0,5 ლ არაყი, დავაყენოთ ბნელ ადგილას 1-2 თვე, პერიოდულად შევანჯღრიოთ, შევინახოთ გრილ ბნელ ადგილას ისე, რომ არ გავწუროთ. მივიღოთ რევმატიზმის დროს 1 ს/კ 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

  • რევმატიზმის დროს რეკომენდებულია გახეხილი შავი ბოლოკის კომპრესის დადება მთელი ღამით.

  • 100 გრ ღვიის ხმელ, დაქუცმაცებულ ნაყოფს დავასხათ 0,5 ლ სპირტი, დავაყენოთ 3 კვირა, პერიოდულად შევანჯღრიოთ, გავწუროთ. გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი შესაზელი საშუალება რევმატიზმის და პოდაგრის დროს.

  • შევურიოთ ერთმანეთს 1,5 ჭ არაყი, 3 ჭ თაფლი, 4,5 ჭ შავი ბოლოკის წვენი, 3 ს/კ სუფრის მარილი. შევიზილოთ მტკივნეულ სახსრებზე ძილის წინ და, ამავე დროს, მივიღოთ 30-40 მლ იგივე ნაყენი.

  • ქრონიკული რევმატიზმის დროს დავამზადოთ შემდეგი ნაყენები: ოლეანდრეს 18 ფოთოლს დავასხათ 250 გრ ნავთი და დავაყენოთ მზეზე ან თბილ ადგილას 7-8 დღის განმავლობაში, პერიოდულად შევანჯღრიოთ. ძილის წინ შევიზილოთ სახსრებზე, როცა ნაყენი შეშრება - შევიხვიოთ თბილად.

  • 2 წილ წყლის იელის ბალახს დავუმატოთ 5 წილი მცენარეული ზეთი. დავდგათ თავდახურულ ჭურჭელში ცხელ ღუმელზე 12 სთ-ით. პერიოდულად მოვურიოთ, შემდეგ გავწუროთ. შევიზილოთ მტკივნეულ სახსრებზე 1-2-ჯერ დღეში.

  • ცვლითი ართრიტის დროს მტკივნეულ ადგილზე წავისვათ იოდი, მდოგვის ფოთოლი დავასველოთ თბილ წყალში და მივიდოთ ამ უბანზე, წავისვათ თაფლი, დავიდოთ პერგამენტის ქაღალდი და შევიხვიოთ შალის ნაჭრით, გავაჩეროთ 2,5 სთ. პროცედურა გავიმეოროთ 2 დღის შემდეგ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.